რჩევები აბიტურიენტებს და მათ მშობლებს

ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და აბიტურიენტებიც  უფრო მეტად ნერვიულობენ.  ბეჯითი მოსწავლეები ათასჯერ წაკითხულს კიდევ ერთხელ იმეორებენ, ზოგი რაც წლების განმავლობაში არ უსწავლია ახლა შლის წიგნს და იმეორებს, არიან ,რაც იქნება იქნება, ხალხი ,ვისაც არც გამოცდის მოახლოება აშინებს. მოსწავლეები განსხვავდებიან ,სამაგიეროდ მათი მშობლები ჰგავნან ერთმანეთს. მათ ხომ ამდენი ფული გადაიხადეს შვილების მომზადებაში და ახლა ელოდებიან როდის […]

ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და აბიტურიენტებიც  უფრო მეტად ნერვიულობენ.  ბეჯითი მოსწავლეები ათასჯერ წაკითხულს კიდევ ერთხელ იმეორებენ, ზოგი რაც წლების განმავლობაში არ უსწავლია ახლა შლის წიგნს და იმეორებს, არიან ,რაც იქნება იქნება, ხალხი ,ვისაც არც გამოცდის მოახლოება აშინებს. მოსწავლეები განსხვავდებიან ,სამაგიეროდ მათი მშობლები ჰგავნან ერთმანეთს. მათ ხომ ამდენი ფული გადაიხადეს შვილების მომზადებაში და ახლა ელოდებიან როდის ასახელებენ,რომ ნათესავებისა და მეზობლებს თვალში უფრო ამაყად ისაუბრონ მათ პატარა,17 წლის ,გოგო ბიჭებზე.

თქვენ მოტყუვდით.

1.      მალე აღმოაჩენთ რომ ფული რომელსაც რეპეტიტორებს უხდიდით, შეგეძლოთ სხვა რამეში დაგეხარჯათ. უბრალოდ ცოტა მეტი მონდომება დაგჭირდებოდათ ან უკეთესი სკოლა,სადაც მოსწავლეებს დამატებითი გაკვეთილები არ სჭირდებათ.

2.      მოტყუვდებით მაშინ,როცა ჩააბარებთ და უნივერსიტეტში.პირველ დღეს ყველა ისე დაგიწყებს  ყურებას როგორ პინგვინს. ნელ-ნელა მიხვდებით, რომ ფილმებში ნანახი სტუდენტური ცხოვრება თქვენი ცხოვრებისაგან რადიკალურად განსხვავდება.

3.      შეიძლება აღმოაჩინოთ,რომ ის რასაც სწავლობთ სულაც არ მოგწონთ, მაგრამ მეორე კურსზე იქნებით და ამჯობინებთ დიპლომი აიღოთ. აბა,ეს ორი წელი რისთვის სწავლობდით.

4.       გგონიათ რომ მაგარი ხარ, გულში გეღიმება როდესაც ჰყვებიან  საზოგადოების გავლენაზე და დარწმუნებული ხართ რომ ეს გავლენა არავის მოუხდენია თქვენზე. ნელ-ნელა მიხვდებით, რომ აქაც მოტყუვდით.

5.      უნივერსიტეტს დაამთავრებთ და გგონიათ რომ ახლა მაინც იპოვით სამსახურს თქვენი პროფესიით, მაგრამ დამიჯერეთ  ნაცნობის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შორეულ ოცნებას დაემსგავსება.

რომ არ მოტყუვდეთ :

1.      თავიდანვე შეეჩვიეთ რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება, თქვენ როგორც ჩაიფიქრეთ.

2.      იცოდეთ რომ გვიანი არასდროს არ არის რაიმეს შეცვლა და როგორც კი მიხვდებით რომ ეს პროფესია თქვენი არ არის შეგიძლიათ შეიცვალოთ.

3.      გახსოვდეთ რომ თქვენ თქვენი ცხოვრებით უნდა იცხოვროთ და გააკეთოთ თქვენი არჩევანი და არა დედის მამის ან მეზობელი ქალის.

4.      შეეცადეთ უნივერსიტეტის პარალელურად ეძებოთ სამსახური,ეს თქვენს სანაცნობო ბანკს გაზრდის და მიხვდებით რომ ზოგჯერ პრაქტიკული გამოცდილება თეორიულს სჯობს,მაგრამ რადგან სწავლა გადაწყვიტეთ ისე უნდა იშრომოთ რომ საუკეთესო იყოთ.

5.      საშუალო არავის დასჭირდები, საუკეთესოს კი ნაცნობის გარეშეც ბევრგან მიგიღებენ. დღეს თუ არა ხვალ მაინც.

 

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი