სტუდენტების პროტესტი სოციალურ ქსელში თსუ-ის ლექტორის წინააღმდეგ

2017-2018 სასწავლო წელი ფინალურ გამოცდებს მიუახლოვდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები სოციალურ ქსელში საჯარო პროტესტს გამოთქვამენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი ერთ-ერთი ლექტორის, რამაზ ქურდაძის მხრიდან საგამოცდო ბილეთების არასამართლიანად შედგენა გახდა. Edulab-ის მკითხველს საჯარო პოსტს უცვლელად ვთავაზობთ: „ბატონო Ramaz, მოგეხსენებათ, ამა წლის 20 ივნისს არის ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები 3-ის ფინალური გამოცდა. სალექციო კურსი […]

2017-2018 სასწავლო წელი ფინალურ გამოცდებს მიუახლოვდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები სოციალურ ქსელში საჯარო პროტესტს გამოთქვამენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი ერთ-ერთი ლექტორის, რამაზ ქურდაძის მხრიდან საგამოცდო ბილეთების არასამართლიანად შედგენა გახდა. Edulab-ის მკითხველს საჯარო პოსტს უცვლელად ვთავაზობთ:

„ბატონო Ramaz,
მოგეხსენებათ, ამა წლის 20 ივნისს არის ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები 3-ის ფინალური გამოცდა. სალექციო კურსი მოიცავს 15 ლექციას, ხოლო გამოცდაზე შეტანილია 55 საკითხი, შესაბამისად, მოგვიწევს თითოეული თემის საკმაოდ დაწვრილებით სწავლა. ამ სირთულის გარდა, ერთ ბილეთში, როგორც გვითხარით, შევა 3 თეორიული(უპრეცედენტო შემთხვევაა) და 1 პრაქტიკული საკითხი. პრაქტიკული საკითხის დავალება კი წინადადების სინტაქსური და მორფოლოგიური გარჩევა იქნება. სინტაქსის შესწავლა წლევანდელ სემესტრში დავიწყეთ და დავასრულეთ კიდეც, ლოგიკურიცაა მისი პრაქტიკაში გამოცდა. რაც შეეხება მორფოლოგიას, ის წინა სემესტრში გავიარეთ და ვწერეთ კიდეც პრაქტიკულ გამოცდაში. ხელმეორედ მისი შეტანა საგამოცდო საკითხებში ნამდვილად არ არის მართებული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამოცდის სამ საათში 3 თეორიულისა(თითოეულის ჩამოყალიბებას მინიმუმ 45 წუთი სჭირდება) და 1 პრაქტიკული დავალების წერა გვიწევს(როგორც თავად აღნიშნეთ, ზერთულ წინადადებებს მოიტანთ). ჩვენ, სტუდენტები, მოვითხოვთ სწავლების ადეკვატურ გამოცდებსა და ლექტორთა მეტ პასუხისმგებლობას საკითხების შედგენისას. რატომ გვირთულებთ?“

Facebook-პოსტს, სადაც ლექტორის პირადი გვერდიცაა მონიშნული, ასობით გამოხმაურება მოჰყვა საპროტესტო სიტყვითა და ჰეშთაგით #რატომ?

დატოვე კომენტარი