აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში პროფესორ თეიმურაზ მაისურაძის საჯარო სემინარი გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში პროფესორ თეიმურაზ მაისურაძის საჯარო სემინარი გაიმართა თემაზე:”უფლებების დაცვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით”. ღონისძიებას დოქტორანტებთან და მაგისტრანტებთან ერთად, პროფესორი შალვა მაჭავარიანი და უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი ესწრებოდნენ. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ელექტრონული რესურსების როლს ამ პროცესში. მან ასევე სტუდენტებს გააცნო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ’’საქპატენტი’’- […]

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში პროფესორ თეიმურაზ მაისურაძის საჯარო სემინარი გაიმართა თემაზე:”უფლებების დაცვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით”.

ღონისძიებას დოქტორანტებთან და მაგისტრანტებთან ერთად, პროფესორი შალვა მაჭავარიანი და უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი ესწრებოდნენ.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ელექტრონული რესურსების როლს ამ პროცესში. მან ასევე სტუდენტებს გააცნო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ’’საქპატენტი’’- ის საავტორო უფლებების დაცვის ერთ-ერთი აპრობირებული მექანიზმი და ისაუბრა მისი გამოყენების დადებით მხარეებზე.

დატოვე კომენტარი