,,ადამიანის გაუცხოების ისტორიულ-ფილოსოფიური კონტექსტი ეგზისტენციალიზმსა და აბსურდის დრამაში!’’

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სემუელ ბეკეტის საერთაშორისო ასოციაციის ასოცირებულმა მკვლევარმა ინგა ჟღენტმა მიმდინარე წლის 19 ივნისს EEU-ს სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,ადამიანის გაუცხოების ისტორიულ–ფილოსოფიური კონტექსტი ეგზისტენციალიზმსა და აბსურდის დრამაში!“’ საჯარო ლექციაზე ასოცირებულმა პროფესორმა ინგა ჟღენტმა სხვადასხვა რაკურსით განიხილა გაუცხოება როგორც ადამიანის არსებობის თვისობრივი მახასიათებელი. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ,,ვეფხისტყაოსნის“ […]

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სემუელ ბეკეტის საერთაშორისო ასოციაციის ასოცირებულმა მკვლევარმა ინგა ჟღენტმა მიმდინარე წლის 19 ივნისს EEU-ს სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,ადამიანის გაუცხოების ისტორიულ–ფილოსოფიური კონტექსტი ეგზისტენციალიზმსა და აბსურდის დრამაში!“’

საჯარო ლექციაზე ასოცირებულმა პროფესორმა ინგა ჟღენტმა სხვადასხვა რაკურსით განიხილა გაუცხოება როგორც ადამიანის არსებობის თვისობრივი მახასიათებელი. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ,,ვეფხისტყაოსნის“ ტარიელს, ალბერ კამიუს სიზიფესა და სემუელ ბეკეტის ,,გოდოს მოლოდინის“ პერსონაჟებს, ვლადიმირსა და ესტრაგონს შორის.

დატოვე კომენტარი