აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე ჯვაროსნების ფორმით მივიდა

თბილისის 175-ე სკოლაში აბიტურიენტი, გიორგი ჟუჟუნაშვილი ისტორიის გამოცდაზე ჯვაროსნების ფორმაში გამოწყობილი მივიდა. ამის შესახებ ინფორმაცია edu.aris.ge-მ გაავრცელა. აბიტურიენტის თქმით, ჯვაროსნული ლაშქრობები ისტორიის ერთ-ერთი მთავარი თემაა და თემატიკას მოერგო. ფერფორმანსის მიზანი კი აბიტურიენტებში სტრესის განმუხტვა იყო. “სანამ გამოცდაზე წავიდოდი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე დავრეკე და გავარკვიე, შემეძლო თუ არა განსხვავებული ფორმით მისვლა და მითხრეს რომ პრობლემა არ იყო. დამკვირვებლების […]

თბილისის 175-ე სკოლაში აბიტურიენტი, გიორგი ჟუჟუნაშვილი ისტორიის გამოცდაზე ჯვაროსნების ფორმაში გამოწყობილი მივიდა. ამის შესახებ ინფორმაცია edu.aris.ge-მ გაავრცელა.

აბიტურიენტის თქმით, ჯვაროსნული ლაშქრობები ისტორიის ერთ-ერთი მთავარი თემაა და თემატიკას მოერგო. ფერფორმანსის მიზანი კი აბიტურიენტებში სტრესის განმუხტვა იყო.

“სანამ გამოცდაზე წავიდოდი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე დავრეკე და გავარკვიე, შემეძლო თუ არა განსხვავებული ფორმით მისვლა და მითხრეს რომ პრობლემა არ იყო. დამკვირვებლების რეაქციაც ჩემს ჩაცმულობაზე იყო ძალიან კარგი. უბრალოდ, ერთი ის იყო, რომ თავიდან დაცვისთვის ახსნა დამჭირდა, რომ ნამდვილად აბიტურიენტი ვიყავი, ადმინისტრაციაშიც დარეკეს და გადაამოწმეს”, – უთხრა აბიტურიენტმა edu.aris.ge-ს.

გიორგი იხსენებს, რო მუზარადი და სამკლავურები დაატოვებინეს დანარჩენი კი ყველაფერი შემატანინეს.

“საგამოცდო სექტორში რომ შევედი დამკვირვებელსაც და აბიტურიენტებსაც გაუკვირდათ, მაგრამ ცუდი რეაქცია არავის ჰქონია. პირიქით, სიტუაცია ცოტა განიმუხტა”, – განაცხადა გიორგიმ.

დატოვე კომენტარი