კონფლიქტის ორი მხარე – ახალგაზრდების ხმა

ხმა სოხუმიდან. ამრა წარმატებული ახალგაზრდაა,უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახურიც დაიწყო და ახლა ჩივნინგის პროექტში  იღებს მონაწილეობას.იმედი აქვს,რომ ბრიტანეთში გააგრძელებს სწავლას. თვლის, რომ მოსკოვში მიღებული განათლება საკმარისი არ არის,უნდა რომ სხვა პროექტებშიც მიიღოს მონაწილეობა,მაგრამ საერთაშორისო პროგრამები დე ფაქტო ხელისუფლებას არ ცნობს,ამიტომაც აფხაზ სტუდენტებს ბევრი არჩევანი არ აქვთ. იცის რომ ქართველი სტუდენტები ამ მხრივ უფრო განებივრებულები არიან,ცდილობს მათთან […]

ხმა სოხუმიდან.

ამრა წარმატებული ახალგაზრდაა,უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახურიც დაიწყო და ახლა ჩივნინგის პროექტში  იღებს მონაწილეობას.იმედი აქვს,რომ ბრიტანეთში გააგრძელებს სწავლას. თვლის, რომ მოსკოვში მიღებული განათლება საკმარისი არ არის,უნდა რომ სხვა პროექტებშიც მიიღოს მონაწილეობა,მაგრამ საერთაშორისო პროგრამები დე ფაქტო ხელისუფლებას არ ცნობს,ამიტომაც აფხაზ სტუდენტებს ბევრი არჩევანი არ აქვთ.

იცის რომ ქართველი სტუდენტები ამ მხრივ უფრო განებივრებულები არიან,ცდილობს მათთან კავშირი ფესიბუკის ან ინსტაგრამის საშუალებით ჰქონდეს და ქართულ სიტყვებსაც სწავლობს მათგან.

ესმა აფხაზი სტუდენტია, რომელიც სოხუმში სწავლობს , ის წუხს რომ აფხაზების რაოდენობა აფხაზეთში მცირდება და მისი აზრით ასევე პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდები არაფერს აკეთებენ, ისინიც კი ვინც უნივერსიტეტში აბარებს, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი სწავლობს კარგად.

ეს ის თაობაა,რომელიც საერთაშორისო პროექტებშიც ერთვება და ქართველებთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა ფორუმებსა თუ პროექტებში. მიუხედავად ამ გამოცდილებისა ესმა, რომლესაც მეგრული გვარი აქვს არ სიამოვნებს, როდესაც ქართველი ამას ხაზს უსვამს, მას მიაჩნია რომ მეგრელი ქართველი არ არის.

ამ პროპაგანდის გატარებას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აქტიურად ცდილობს.მაგალითად,მათ მიერ 2011 წელს ჩატარებულ მოსახლეობის აღწერაში ცალკე ჰყავთ გამოყოფილი ქართველები და მეგრელები.

ესმას ბევრი რამ არ სჯერა,მაგალითად „საქართველოს ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსების მიერ“ ამ ფრაზაში ქართველი გულისხმობს იმასაც რომ აფხაზეთის ომის დროს რუსები აფხაზებს ეხმარებოდნენ,რასაც თავად აფხაზები უარყოფენ.

ამრა და ესმა არ უარყოფენ რომ ახლა აფხაზეთში რუსული ენა დომინანტურია. ქართველებისათვის,ისევე როგორც აფხაზისთვის, აუცილებელია რუსულის ცოდნა.თუმცა, არ აპროტესტებენ რომ აფხაზურად განათლების მიღება მეოთხე კლასამდე შეუძლიათ და უნივერსიტეტშიც რუსულად სწავლობენ. ამას იმით ხსნიან, რომ აფხაზურ ენას სამეცნიერო საგნების შესატყვისი ტერმინოლოგია არ აქვს.

რესპონდენტები საუბრობენ აფხაზურ განწყობაზე და ამბობენ,რომ აფხაზეთში შექმნილი  მდგომარეობა ქართველების ბრალია რადგანაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთს დე ფაქტო მთავრობას არ ცნობს .ყველაზე მეტად არ მოსწონთ როდესაც საერთაშორისო შეჯიბრებებში იბლოკებიან და აფხაზ ახალგაზრდებს რუსეთის დროშის ქვეშ უწევთ გამოსვლა,ამას ქართველების იზოლაციას ეძახიან და ამიტომაც არ სჯერათ რომ ქართული მხარე მათზე მართლაც ფიქრობს.

გოგონების  თქმით,აფხაზებს მუდამ აქვთ შიში რომ ქართველები თავს დაესხმებიან.მათი აზრით სწორედ ამიტომ დაიკავეს აფხაზებმა კოდორი 2008 წლის აგვისტოს.

2011 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა ბრძანება ნეიტრალური პირადობის გაცემის შესახებ. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში  მცხოვრებ პირებს, რომელთაც მიღებული არ აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა

ამ ბრძანებით ფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებლებს საშუალება მიეცათ გამოიყენონ ჯანდაცვის უფასო მომსახურება, მიიღონ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ან სხვა სოციალური შეღავათები,რომლებიც დაწესებულია საქართველოს მოქალაქეებისათვის.

რესპონდენტები ამბობენ, რომ ზუგდიდში, ქუთაისში ან თბილისში ბევრი აფხაზი მოდის სამკურნალოდ, ზოგჯერ ამას მიზეზადაც იყენებენ.მაგალითად, ასე მოხდა ბარსელონა-სევილიას საფეხბურთო მატჩის დროს,როდესაც ბევრი აფხაზი ბიჭი უეცრად „ავად“ გახდა.

ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს რომ ასეთი საქციელი ღალატია. ასევე ფიქროს ნური , რომელსაც, შანსი ჰქონდა ავსტრიაში ესწავლა,მაგრამ მხოლოდ იმიტომ თქვა ამ შემოთავაზებაზე უარი,რომ თბილისში გარკვეულ დოკუმენტებზე უნდა მოეწერა ხელი. რაც მისთვის და მისი ოჯახისთვის სირცხვილი იქნებოდა.

ხმა გალიდან.

2015 წლის სექტემბრიდან, აფხაზურმა ადმინისტრაციამ გალის რაიონის ე. წ. ქვედა ზონის 11- ვე ქართულენოვანი სკოლის დაწყებით კლასებში სწავლება (1-დან 4-ს ჩათვლით) რუსულ ენაზე გადაიყვანა და ქართული ენისთვის დათმობილი საკვირაო საათები კიდევ უფრო შეამცირა.

დროდადრო ქართული ენის საათების შემცირებასთან ერთად  იხურება ქართული სკოლებიც, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პოლიტიკა ქართული ენის რუსულით ჩანაცვლებას გულისხმობს. ამას იმით ხსნიან, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნებში იდეოლოგიური ნარატივის სჭარბობს,რამაც შეიძლება მათ შემდგომში საფრთხე შეუქმნას.

ჩვენი რესპონდენტი გალის საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს.ელენემ სკოლა ქართულად დაამთავრა, მაგრამ სწავლის დასრულებისას ქართული ენისა და ლიტერატურის საათები შეუცმირეს. კვირაში მხოლოდ ერთი გაკვეთილი უტარდებოდა. მისივე ინფორმაციით, დაბალ კლასებში ყველა საგნის სწავლება რუსულად დაიწყო.

გასულ წელს აფხაზური ენაც შემოიტანეს და ჩემს ძმასაც ასწავლიან. ფაქტობრივად ,ოთხი წელიც  და ქართული სკოლები აღარ იქნება აფხაზეთში. წელს პირველ სექტემბერს ვიყავი სკოლაში და გალის ადმინისტრაციიდან იყვნენ სტუმრები, რომ შეემოწმებინათ რა სახის ღონისძიება ჩატარდებოდა და იქნებოდა თუ არა რუსულად.“

მასაც,ისევე როგორც მის კლასელებს საშუალება ჰქონდათ სწავლა სოხუმის უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ. მათ სკოლაში  აბიტურიენტებს ყოველწლიურად აცნობენ სოხუმის უნივერსიტეტს და სწავლის სრულ დაფინანსებას სთავაზობენ.

ელენე, სკოლაში სწავლის ედროს,ოლიმპიადაში იღებდა მონაწილეობას.სადაც მისი ნაშრომი უმაღლესი ნიშნით შეფასდა მაგრამ მის სკოლას ამ ნაშრომის დამაჯილდოებელი არაფერი მიუღია,რადგანაც ნაშრომი უბრალოდ გაქრა.

იგი იხსენებს შემთხვევას,როდესაც ცინიკურად მოიხსენიებდნენ თბილისს,მაგრამ ყველაზე  ცუდად ახსენდება „პასპორტებს“ მიღების პროცედურები.

ყველაზე მეტად “საპასპორტოში” ამცირებენ ხალხს..ყველაფერს ფულზე აკეთებენ, ვისაც ფული არ აქვს , არც პასპორტი აქვს.რაც ათასი პრობლემის დასაბამია. სიცოცხლეც კი ყოფილა დამოკიდებული იმ ფარატინა ფურცელზე, რომელსაც არ გვაძლევდნენ.იმდენად ავუტანივართ ნერვიულობას და ბრაზს რომ მზად ვიყავით აგვეკრა გუდა-ნაბადი და ყველაფერი დაგვეტოვებინა. თუმცა, შემდეგ ისევ გავჩერებულვართ რადგან ახალი ცხოვრების დაწყება გამოღმა არ არის მარტივი. ამ მიზეზით არაერთი ოჯახი წვალობს სოფლებში…. ახალგაზრდობა კი თანდათან იცლება და აღარავინ რჩება“

რესპონდენტი აღნიშნავს,რომ აფხაზებთან ხშირი კავშირი არ ჰქონია.მხოლოდ მაშინ როდესაც საზღვრის გადალახვის დროს მის პასპორტს რუს სამხედროებთან ერთად აფხაზებიც ამოწმებდნენ ან სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში. მის სოფელში აფხაზები არ ცხოვრობდნენ, ძირითადად  რუსი სამხედროები მათ ოჯახებთან ერთად. 

„ერთ-ერთი ორგანიზაციის  პროექტის ფარგლებში შევხვდი აფხაზებს  და იმდენად თბილი და ყურადღებიანი ბავშვები იყვნენ, რომ გავოგნდი..ქართულადაც ვიცეკვეთ და ვიმღერეთ არანაირი პრობლემა არ შექმნილა…. მაგრამ ბევრგან მეგრულადაც გვიკრძალავდნენ საუბარს აფხაზები რომ არ გაგვეღიზიანებინა. საბოლოოდ ,ერთადერთი დასკვნა მაქვს- ახალი თაობა მეტად მოაზროვნეები არიან, ომიც აღარ ახსოვთ და მარტივად შემოდიან კონტაქტში, თუმცა, მთავარი რგოლი მაინც უფროსები არიან, ვინც ახალგაზრდებზე მოქმედებს“ 

სტატიაში მოცემული რესპონდენტების  სახელები გამოგონილია.

ანა ღვინიაშვილი

დატოვე კომენტარი