1 წელი ამერიკაში ! Au-pair in USA- მუშაობა და ინგლისური ენის შესწავლის მარტივი გზა

იმისთვის რომ თქვენ მოახერხოთ „აუ პიარის“ პროგრამით სარგებლობა უნდა იცოდეთ ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე, ასევე უნდა გაგაჩნდეთ ბავშთან მუშაობის გამოცდილება. ამის შემდეგ თქვენ ავსებთ აპლიკაციას და “au pairis” ოფიციალურ საიტზე გაიხსნება თქვენი პროფილი. სწორედ ამ პროფილის საშუალებით გეძებენ და გიკავშირდებიან მასპინძელი ოჯახები. რა საკვირველია მედიატორის როლს აქაც “au pairis” სააგენტო ასრულებს, რომელიც აშშ-ში არის განთავსებული. […]


იმისთვის რომ თქვენ მოახერხოთ „აუ პიარის“ პროგრამით სარგებლობა უნდა იცოდეთ ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე, ასევე უნდა გაგაჩნდეთ ბავშთან მუშაობის გამოცდილება.

ამის შემდეგ თქვენ ავსებთ აპლიკაციას და “au pairis” ოფიციალურ საიტზე გაიხსნება თქვენი პროფილი. სწორედ ამ პროფილის საშუალებით გეძებენ და გიკავშირდებიან მასპინძელი ოჯახები. რა საკვირველია მედიატორის როლს აქაც “au pairis” სააგენტო ასრულებს, რომელიც აშშ-ში არის განთავსებული.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ის შეადგენს 800 დოლარს თვეში, ამასთანავე ოჯახი უზრუნველყოფს საცხოვრებელს, კვებას და დაზღვევას. დამატებით გიხდით 500$-ს რომელიც შეიძლება რომელიმე ენის კურსის ან საგნის შესასწავლად გამოიყენოთ. ასევე გეკუთვნით ორ კვირიანი ანაზღაურებული შვებულება, რომელსაც სადაც გინდათ იქ გაატარებთ. ერთ-ერთი ყველაზე დადებითი დეტალი ალბათ კიდევ ის არის რომ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორ ბიჭებს ასევე გოგონებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი ოჯახი სწორედ ბიჭს ითხოვს.

აქედან წასვლა და ზოგადად პროგრამის ღირებულება 1122$ ჯდება, რომელსაც ეტაპობრივად იხდით. საბოლოოდ თქვენი ხელფასის ოდენობა წელიწადშ მიაღწევს 10 000$-ს, რაც დამეთანხმებით და საკმაოდ სოლიდური თანხაა იმ ადამიანისთვის რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას.

იმის გამო ჩვენი სამყარო, სადაც ცხოვრება გვიწევს ცივი და საკმაო სასტიკია ხშირად გვიპყრობს ეჭვებიც და უნდობლობაც. მაგრმ იქიდან გამომდინარე რომ ეს პროგრამა უკვე მრავალი წელია არსებობს, ვფიქრობ საეჭვო უკვე აღარაფერია. იქ ყოფნის დროს თქვენ ყოველ კვირა გიკავშირდებათ “AU PAIR”-ს აგენტი, რომელიც ამოწმებს თქვენს მდგომარეობას, იმ შემთხვევაში თუ პირველ ოჯახთან რამე პრობლემა წარმოიშობა, იწყება სხვა ოჯახის მოძებნა. პროგრამა 1 წლიანი, თუმცა შესაძლებელია კიდევ 1 წლით გახანგძლივება. საქართველოდან წასვლას J-1 ვიზით ახერხებთ, რომლის მიღებაც საკმაოდ რთულია და მხოლოდ კულტურული და საგანმანათლებო გაცვილითი პროგრამებისას გაიცემა. რა ამ ვიზის მიღებაც რა თქმა უნდა აღნიშნული სააგენტოს საშუალებით ხდება.

ეს არის შანსი, რომელიც ხშირად არ გვეძლევა, მითუმეტეს ასაკიც შეზღუდულია 18-26 წლამდე. ეს არის შანსი, რომელსაც იქნებ რადიკალურადაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა, მას შემდეგ რაც უცხო ტრადიცებს გავეცნობით და საკუთარი თანხით დავბრუნდებით, რომლითაც მართლაც შეძლებთ ხარისხიანი განათლების მიღებას.

ai pair კომპანიის ლინკი
აკონტაქტო ინფორმაცია – 597 73 96 59 (გიორგი) – პროგრამის ხელმძღვანელი

დატოვე კომენტარი