ღია კარის დღე – 2016

  ღია კარის დღე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. საქართველოს რამდენიმე  უნივერსიტეტი  მის ჩატარებას უკვე გეგმავს , როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, სამაგისტრო პროგრამების ერთიანი ღია კარის დღედ 12 მარტს აცხედაბენ. 16:00 საათზე კახა ბედუქიძის საუნივერსიტეტო კორპუსში დაიწყება მაგისტრანტების მიღება და მათთვის სხვადასხვა  პროგრამის გაცნობა. დასწრებისთვის აუცილებელია, დაინტერესებულმა პირმა გაიაროს online რეგისტრაცია – https://docs.google.com/forms/d/1P864dyyR04GT7cFE1P_fQpUwTct5zONKmi8KXptyu9w/viewform ილიას […]

 

800x400_NewsGe1ღია კარის დღე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. საქართველოს რამდენიმე  უნივერსიტეტი  მის ჩატარებას უკვე გეგმავს , როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, სამაგისტრო პროგრამების ერთიანი ღია კარის დღედ 12 მარტს აცხედაბენ. 16:00 საათზე კახა ბედუქიძის საუნივერსიტეტო კორპუსში დაიწყება მაგისტრანტების მიღება და მათთვის სხვადასხვა  პროგრამის გაცნობა. დასწრებისთვის აუცილებელია, დაინტერესებულმა პირმა გაიაროს online რეგისტრაცია – https://docs.google.com/forms/d/1P864dyyR04GT7cFE1P_fQpUwTct5zONKmi8KXptyu9w/viewform

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ღია კარის დღეს ჩაატარებს თებერვალსა და მარტში, ყოველ შაბათს – 13:00 საათზე.  თქვენ შესაძლებლობა გექნებათ , აირჩიოთ მომავალი პროფესია. ილიაუნი დაგეხმარებათ, საინტერესო შემეცნებით პროგრამაში მონაწილეობით უკეთ დაგეგმოთ მომავალი. ამითვის უცილებელია, გაიაროთ online რეგისტრაცია , რის საფუძველზეც თქვენ არამარტო მიიღებთ მონაწილეობას ღია კარის დღესა და შემეცნებით პროგრამაში, არამედ  მოგივათ ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილ ყველა სიახლეზე, როგორიცაა:  სტიპენდია , კონკურსები და სხვადასხვა პროგრამები.

გაიაროთ რეგისტრაცია აქ –https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/forms/d/1NknsdP_f3IXhLXnBxH_9oKYF0imPNj0zUnporzW3els/viewform

 საქართველოს უნივერსიტეტში ღია კარის დღედ 23 თებერვალი გამოცხადდა.  ვისაც გსურთ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ , უნდა მიბრძანდეთ უნივერსიტეტის IV კორპუსის – 116 აუდიტორიაში.  ღონისძიება გაიმართება 11 საათიდან  18 საათამდე.

Edulab-ი წარმატებებს გისურვებთ !

რუსკა გონჯილაშვილი

 

დატოვე კომენტარი