გაიარე მაგისტრატურა აშშ-ში!

თუ გსურთ, მაგისტრის ხარისხი მიიღოთ, საერთო სამაგისტრო გამოცდები წარმატებით უნდა გაიაროთ. ამის შემდეგ საქართველოს რომელიმე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებით. გამოცდებისათვის რეგისტრაცია გაზაფხულზე იწყება. სპეციალობის გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. არსებობს სხვა გზაც: შეგიძლიათ, სწავლა საზღვარგარეთის ამა თუ იმ უნივერსიტეტში განაგრძოთ. აშშ-ში მაგისტრის ხარისხი ორი სახისაა-აკადემიური და პროფესიული. აკადემიურ ხარისხში შედის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრისა […]

თუ გსურთ, მაგისტრის ხარისხი მიიღოთ, საერთო სამაგისტრო გამოცდები წარმატებით უნდა გაიაროთ. ამის შემდეგ საქართველოს რომელიმე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებით. გამოცდებისათვის რეგისტრაცია გაზაფხულზე იწყება. სპეციალობის გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. არსებობს სხვა გზაც: შეგიძლიათ, სწავლა საზღვარგარეთის ამა თუ იმ უნივერსიტეტში განაგრძოთ.

აშშ-ში მაგისტრის ხარისხი ორი სახისაა-აკადემიური და პროფესიული. აკადემიურ ხარისხში შედის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრისა (Master of arts, M.A. ) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხები. (Master of Science, M.S. ) პროფესიულ ხარისხში კი ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური სამსახურის, განათლებისა და ნატიფი ხელოვნების მაგისტრი. (master of business administration, MBA, master of fine arts, MFA, Master of social work, MSW, master of education, MED )

როგორც წესი პროფესიული ხარისხი არის დამასრულებელი. მისი აღების შემდეგ სტუდენტი იძენს კონკრეტულ სპეციალობას და დოქტურaნტურაში სწავლას არ აგრძელებს. პროფესიული სამაგისტრო პროგრამა აქცენტს აკეთებს ცოდნის მიღებაზე და არა კვლევაზე.

პროფესიული ხარისხის მიღებას სჭირდება 1 ან 2 წელიწადი. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ჩვეულებრივ არ არის სავალედებულო. პროფესიული ხარისხის მაგისტრატურაზე ჩასარიცხად არ არის სავალდებულო ბაკალავრის დოპლომის ქონა იმავე სპეციალობით, თუმცა რამოდენიმე სავალდებულო საგანი უნდა გქონდეთ გავლილი.

ჩარიცხვის მოთხოვნები

სააპლიკაციო ფორმის შევსება
ბაკალავრის დიპლომი და ნიშნების ფურცელი (ინგლისურად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული)
სტანდარტული ტესტები GRE TOEFL
სარეკომენდაციო წერილები
სამოტივაციო წერილი
პირადი გასაუბრება
სამუშაო გამოცდილება
ფინანსური საბუთები
დამატებითი ინფორმაცია

ამერიკაში მაგისტრატურაში სწავლის ღირებულება მერყეობს $23 000-დან $40 000-მდე წელიწადში. აშშ-ში სწავლისას საერთაშორისო სტუდენტის ხარჯი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

სწავლის ღირებულება;
გადასახადები ისეთი მომსახურებისთვის როგორიცაა ბიბლიოთეკა, სტუდენტთა აქტივობები და ჯანმრთელობის ცენტრი;
ჯანმრთელობის დაზღვევა (ზოგ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტისთვის სავალდებულოა);
ცხოვრების ხარჯები
სწავლის ღირებულება როგორც წესი კერძო უნივერსიტეტებში უფრო მაღალია ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტებში. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ სწავლის ღირებულება ყოველწლიურად 5%-ით იზრდება.

უნივერსიტეტის ადგიმდებარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიუჯეტის დაგეგვმისას. აშშ-ის სხვადასხვა შტატში საცხოვრებლისა და საჭმლის ფასი განსხვავებულია. ყველაზე მაღალი ფასებია დიდ ქალაქებში და ჩრდილო-აღმოსავლეთში. გარეუნები და სასოფლო ტერიტორიები აშშ-ის სამხრეთსა და შუა-დასავლეთში ყველაზე იაფია.

მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საერთაშორისო სტუდენტების დაახლოებით ერთი მესამედი იღებს ფინანსურ დახმარებას ამერიკის უნივერსიტეტებისგან. თუმცა ეს დახმარება განსხვავდება უნივერსიტეტების, სწავლის სფეროებისა და საფეხურის მიხედვით.

დაფინანსების უდიდესი ნაწილი მოდის ტექნიკურ დარგებზე, ე.წ. STEM Field (science, technology, engineering, math) ამ დარგში ფინანსდება დოქტორანტთა 82% და მაგისტრნტთა 55%.

ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებებზე ფინანსდება დოქტორანტთა 56% და მაგისტრანტთა 41%.

ბიზნესი, ჯანმრთელობა, სამართალი, კომუნიკაციები, და სხვა პროფესიები ფაქტიურად არ ფინანსდება იშვიათი გამონაკლისის გარდა. სტუდენტური სესხის აღება შესაძლებელია.

უნივერსიტეტში არსებობს ფინანსური დახმარების შემდეგი სახეები:

სტიპენდია: (fellowships) სტიდენდიები უნივერსიტეტში ეფუძნება აკადემიურ მოსწრებას და გაიცემა პირველი სემეტრის ან კურსის დახურვის შემდეგ. სტიპენდია შეიძლება იყოს საკმაოდ მცირე, რაც მხოლოდ სწავლის ღირებულებას დაფარავს, ან მთლიანი გრანტი, რომელიც ყველა ხარჯს აანაზღაურებს.

არსებობს ასევე Merit based ფინანსური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს:

წინა აკადემიურ მოსწრებას

სტანდარტული ტესტების ქულას

სამუშაო გამოცდილებას

სტუდენტის ლიდერობის პოტენციალსა და სხვა პირად მახასიათებლებს

ასისტენტობა (Assistantships) მაგისტრატურისა და დოქტურანტურის დონეზე ასისტენტობა არის ფინანსური დახმარების ყველაზე გავრცელებული ფორმა. ასისტენტობას მოაქვს დაახლოებით 20 საათი კვირაში და გულისხმობს შენს სფეროში კონკრეტული საქმიანობას. ასისტენტობაში შეიძლება აიღოთ $500-დან $30 000-მდე წელიწადში ან შეიძლება სწავლის ღირებულება ჩამოგაჭრან. არსებობს ასისნტენტობის რამდენიმე სახე:

კვლევის ასისტენტობა – გულისხმობს პროფესორის ასისტენტობას კვლევის ჩატარებისას. სტუდენტები ცდილობენ თავიანთი თემის სფეროში იმუშაონ. დაფინანსება მოიცავს სრულ ან ნაწილობრივ მოხსნას სწავლის ღირებულების და დამატებით თვიურ სტიპენდიას საცხოვვრებული ხარჯების ასანაზღაურებლად. კვლევის ასისტენტობის სამი მთავარი მოთხოვნაა კომპიუტერული უნარების ფლობა, წერის უნარები და გუნდის წევრად მუშაობის გამოცდილება.

ლექტორის ასისტენტობა სტუდენტი ეხმარება ლექტორს ბაკალავრის სტუდენტებთან მუშაობაში. ასწორებს ნაშრომებს, მართავს ლაბორატორიულ სამუშოებს, მიყავს დისკუსიები და ა.შ. ეს ეხმარება სტუდენტს მიიღოს სწავლების გამოცდილება რაც მომავალში დაეხმარება. დაფინანსება მოიცავს სრულ ან ნაწილობრივ მოხსნას სწავლის ღირებულების და დამატებით თვიურ სტიპენდიას საცხოვვრებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ლექტორის ასისტენტობისათვის აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა.

ადმინისტრაციული ასისტენტობა გულისხმობს 10-დან 20 საატამდე კვირაში მუშაობას უნივერსიტეტის დმინისტრაციულ ოფისებში.

Internship კამპუსის გარეთ სამუშაო, რომელიც მოგცემთ გამოცდილებას თქვენივე სწავლის სფეროში.

აშშ-ის ამჟამინდელი საემიგრაციო რეგულაციის თანახმად საერთაშორისო სტუდენტს შეუძლია იმუშაოს კამპუსზე კვირაში 20 საათი სწავლის პირველი წლის განმავლობაში. მეორე წელს კი უკვე შეგიძლიათ მოითხოვოთ ნებართვა და კამპუსის გარეთ იმუშოთ 20 საათი კვირაში. თუმცა არ არის გარანტია რომ თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნება. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხშირად სტუდენტები იმდენად დაკავებულები არიან, რომ არ რჩებათ დრო ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ. გარდა ამისა ხელფასი იმდენად დაბალია, რომ სწავლის ღირებულებას და ან სხვა დიდ ხარჯს ნამდვილად ვერ დაფარავს.

სესხი-არსებობს ისეთი სააგენტოები, რომლებიც საერთაშორისო სტუდენტებს აძლევენ სესხებს.

დატოვე კომენტარი