მიულოცე გაზაფხული წიგნებითა და გვირილებით …^^

თითქოს, ჩემს ოთახში აპრილის სურნელი დადგაო  , როცა გაზაფხულის მერცხალმა ერთი საინტერესო ამბავი მომიჭიკჭიკა. დარწმუნებული ვარ, მაისის შხაპუნა წვიმაზე ,ალუბლის წვენსა და საინტერესო წიგნზე ბევრი თქვენგანი უარს არ იტყოდა. სწორედ ამიტომ ,გაზაფხულის შემობრძანებას მარტო მერცხალი კი არა თსუც გვახარებს და წიგნებზე დიდ ფასდაკლებას გვიწყობს .   1- დან  9 მარტის ჩათვლით თსუ წიგნის მაღაზიაში საგაზაფხულო აქცია […]
12115850_10153171484662864_2486786458282743938_n
თითქოს, ჩემს ოთახში აპრილის სურნელი დადგაო  , როცა გაზაფხულის მერცხალმა ერთი საინტერესო ამბავი მომიჭიკჭიკა. დარწმუნებული ვარ, მაისის შხაპუნა წვიმაზე ,ალუბლის წვენსა და საინტერესო წიგნზე ბევრი თქვენგანი უარს არ იტყოდა. სწორედ ამიტომ ,გაზაფხულის შემობრძანებას მარტო მერცხალი კი არა თსუც გვახარებს და წიგნებზე დიდ ფასდაკლებას გვიწყობს .
 
1- დან  9 მარტის ჩათვლით თსუ წიგნის მაღაზიაში საგაზაფხულო აქცია ცხადდება , რომლის ფარგლეებშიც თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები 10-60% ით გაიყიდება.
 
მსურველს შეუძლია მიბრძანდეს თსუს I ან X კორპუსში და მისთვის საინტერესო წიგნი დაბალ ფასში შეიძინოს.
 
მიულოცე გაზაფხული წიგნებითა და ყვავილებით .. შესანიშნავი სიურპრიზის გაკეთება შეგეძლებათ საყვარელი ქალისთვის , დედისთვის , წინ ხომ ორი მნიშვნელოვანი დღე გვიახლოვდება,   მათთვის ვისაც უბრალოდ უყვარს კითხვა, ან თუნდაც საკუთარი თავისთვის, რადგან ხშირად აუცილებელიც არის მცირედით მაინც  გაილამაზო დღე  .
როცა ის წიგნი შემიძენია ,რომელზეც დიდიხანია ვოცნებობ ,ისეთი განცდა მეუფლება , თითქოს ჩანთით მიმაქვს ის სხვა სამყარო , რომელშიც ,სულ მალე , ჩემი უზარმზარი ჩემოდნებით უნდა გადავბარგდე ..^^
 
არ ვიცი რას ფიქრობთ, ძალიან გამეხარდება თუ თქვენთვის საინტერესო სიახლე მახარა ჩემმა მერცხალმა.
მიულოცე გაზაფხული წიგნებითა და გვირილებით .. ^^
                                                                                                                                                                  რუსკა გონჯილაშვილი
დატოვე კომენტარი