სად არ უნდა გავაგზავნოთ CV

სასურველი სამუშაო თანამდებობა – ეს არის ყველა ჩამოყალიბებული ადამიანის მიზანი.  სკოლას იმ იმედით ამთავრებ, რომ ჩააბარებ უნივერსიტეტში. ეს უკანასკნელი კიდევ ერთი საფეხურია კარიერისკენ მიმავალ კიბეზე.  სწავლასთან ერთად სხვადახვა კურსებს გადიხარ, არაერთ პროექტში იღებ მონაწილეობას, ადგენ ,,უნაკლო CV -ს “ და ხდები სტაჟიორი . ღიმილის მომგვრელია ის ფაქტიც, როცა სტაჟირებისთვის აქეთ შენ გიწევს ანაზრაურების გადახდა და […]

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 90

სასურველი სამუშაო თანამდებობა – ეს არის ყველა ჩამოყალიბებული ადამიანის მიზანი.  სკოლას იმ იმედით ამთავრებ, რომ ჩააბარებ უნივერსიტეტში. ეს უკანასკნელი კიდევ ერთი საფეხურია კარიერისკენ მიმავალ კიბეზე.  სწავლასთან ერთად სხვადახვა კურსებს გადიხარ, არაერთ პროექტში იღებ მონაწილეობას, ადგენ ,,უნაკლო CV -ს “ და ხდები სტაჟიორი . ღიმილის მომგვრელია ის ფაქტიც, როცა სტაჟირებისთვის აქეთ შენ გიწევს ანაზრაურების გადახდა და ასე შემდეგ , დაუსრულებლად …

ისმის ლოგიკური შეკითხვა?

როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?

სოციალურ ქსელში არაერთი გვედრი არსებობს, სადაც შეგიძლიათ  გამოცხადებულ ვაკანსიებს თვალყური ადევნოთ, ისეთი როგორიცაა მაგალითად :  jobs.ge ; hr.gov.ge  სხვა…  ერთი შეხედვით საკმაოდ ბევრი ვაკანტური თანამდებობა ცხადდება .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები  ძირითადად ერთნაირია : ასაკი 21 წლიდან,  უმაღლესი განათლება,  უცხო ენები, კომპიუტერული პროგრამები, რეკომენდატორები , სრული სამუშაო განაკვეთი, რაც მთვარია,  სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი. თუმცა, იმ ფონზე  , როცა სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად არ ითვლება , ჩემთვის ცოტა გაუგებარია ,განმცხადებლის ეს მოთხოვნა  ,თუნდაც მაგისტრანტმა, როგორ უნდა დააკმაყოფილოს .

გაფრთხილდით !!!

,,საბედნიეროდ“, არსებობებენ ისეთი კეთილი კომპანიები, რომლებიც დამწყები სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის, 35 წელს გადაცილებული პირებისთვის შესანიშნავ  პირობებსა და მოთხოვნებს აწესებენ. კერძოდ: არასრული განათლება,  უცხო ენის A1  დონე (ხშირად, არც ეს არის აუცილებელი).  თავისუფალი სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება 400 + ბონუსები. მართლაც , რომ მიმზიდველი წინადადებაა, თუმცა როგორც იტყვიან ძაღლის თავი სხვაგან არის ,,ჩამალული“ . გასაუბრებაზე მისვლისას იგებთ შემდეგს : თუ თქვენ გსურთ დაიკავოთ აღნიშნული პოზიცია , აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პირველი შენატანი განახორციელოთ მათ ანგარიშზე, რომელიც მინიმუმ 20 ლარს შეადგენს.

მენდეთ, არ შეცდეთ , ხშირად ლამაზად შეფუთულ კოლოფში უგემური შოკოლადი იმალება…

სოციალურ  ქსელებში კიდევ ერთი ,,სასიხარულო“ ამბავი იმალება. კომპანიები არაერთ თანამდებობაზე გამუდმებით აცხადებენ ვაკანსიას, ხდება  დაინტერესებულ პირებთან დაკავშირება, ოფისში დაბარება, თუმცა ყველაფერი გასაუბრებით მთავრდება. არ იფიქროთ, რომ კომპანიის წარმომადგენელს არ მოეწონეთ, ან არ დააკმაყოფილეთ მოთხოვნები. უბრალოდ , ის თქვენ დასაქმებას თავიდანვე არ აპირებდა.  ვაკანტური თანამდებობის გამოცხადება ეს პრესტიჟის საკითხია. რთულია, მიხვდე რეალურად რა იმალება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ისა და განმცხადებლის  თბილი ღიმილის უკან .

არასდროს დაინტერესდეთ ისეთი ვაკანსიით, რომელის მოთხოვნებშიც რაიმე სახის დისკრიმინაცია არის.

დამიჯერეთ, XXI საუკუნეში, იმ ფონზე , როცა ნორმალურ სამსახურში სტაჟირებისთვისაც კი დასაქმებული იხდის ფულს არცერთი კომპანია არ იზრუნებს თქვენს თავისუფალ გრაფიკზე, რათა სწავლაში შეგიწყონ ხელი და  მითუმეტეს ,,უანგაროდ“ არც ფინანსურად უზრუნველგყოფენ .

რუსკა გონჯილაშვილი

 

 

დატოვე კომენტარი