ალპბახის ევროპული ფორუმის საინფორმაციო შეხვედრა

18 მარტს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ალპბახის ევროპული ფორუმის (European Forum Alpbach) საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ალპბახის ევროპული ფორუმი ავსტრიის ალპებში უკვე 70 წელია ტარდება. სემინარების კვირეული პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიების, სამართლის, უმაღლესი განათლებისა და სხვა მრავალ თემაზე გამართული სიმპოზიუმი, შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ ცოდნა და შეხვდეთ პოლიტიკურ ლიდერებს ავსტრიის პატარა სოფელში. ფორუმი სამი კვირის […]
18 მარტს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ალპბახის ევროპული ფორუმის (European Forum Alpbach) საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

ალპბახის ევროპული ფორუმი ავსტრიის ალპებში უკვე 70 წელია ტარდება. სემინარების კვირეული პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიების, სამართლის, უმაღლესი განათლებისა და სხვა მრავალ თემაზე გამართული სიმპოზიუმი, შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ ცოდნა და შეხვდეთ პოლიტიკურ ლიდერებს ავსტრიის პატარა სოფელში. ფორუმი სამი კვირის განმავლობაში – 16 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე გრძელდება.

დაესწარით საინფორმაციო შეხვედრას და მიიღეთ მეტი ინფორმაცია სტიპენდიებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველ კორპუსში, 115-ე აუდიტორია.

წყარო იხილეთ ბმული
დატოვე კომენტარი