დელფინარიუმში შშმ პირებისთვის განკუთვნილი მაღალი ტარიფი დისკრიმინაციად შეფასდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დელფინარიუმში შშმ პირების შესვლის საფასური, რომელიც სხვა პირებისთვის დაწესებულ საფასურს აღემატება, დისკრიმინაციულად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ 14 მარტს, დილის ათ საათზე გაავრცელა. “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლის, ანა აბაშიძის განმარტებით, ფასთა შორის სხვაობა, რომელიც მხოლოდ შშმ პირებს აზარალებდა, დისკრიმინაციულ მოპყრობად გამოცხადდა. “სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, რომლითაც ვითხოვდით დისკრიმინაციის ფაქტი დადგენილიყო სასამართლოს მხრიდან. მოპასუხეები იყვნენ ბათუმის […]

e183a8e183a8e1839b-e18394e183a2e1839ae18398

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დელფინარიუმში შშმ პირების შესვლის საფასური, რომელიც სხვა პირებისთვის დაწესებულ საფასურს აღემატება, დისკრიმინაციულად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ 14 მარტს, დილის ათ საათზე გაავრცელა.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლის, ანა აბაშიძის განმარტებით, ფასთა შორის სხვაობა, რომელიც მხოლოდ შშმ პირებს აზარალებდა, დისკრიმინაციულ მოპყრობად გამოცხადდა.

“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, რომლითაც ვითხოვდით დისკრიმინაციის ფაქტი დადგენილიყო სასამართლოს მხრიდან. მოპასუხეები იყვნენ ბათუმის დელფინარიუმი და ბათუმის მერია. სასამართლომ ლოგიკურად ჩათვალა ჩვენი მოთხოვნები და დასაბუთება ხოლო, მათი შეპასუხება აბსოლუტურად უარგუმენტო იყო და როგორც ჩანს, სასამართლომაც არ გაიზიარა ეს შეპასუხება. აქედან გამომდინარე, დილის ათ საათზე გავიგეთ, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ფასთა შორის სხვაობა, რომელიც მხოლოდ აზარალებს შშმ პირებს, გამოცხადდა დისკრიმინაციულ მოპყრობად. მოპასუხე მხარეები იძულებული გახდებიან შეცვალონ ეს პოლიტიკა”, – განუცხადა აბაშიძემ “17 მაისს”. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივლისის თვეში ფეისბუქში გავრცელდა ფოტო, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივის მსურველების კატეგორიებად დაყოფას, ამ კატეგორიებში შშმ პირების ცალკე მოხსენიებას და მათთვის დადგენილ ძვირ გადასახადს ასახავდა.

 

წყარო იხილეთ ბმული

დატოვე კომენტარი