17 მარტიდან ცენტრის უნიკალური შეთავაზება აბიტურიენტებს – BeNaec – შეამოწმე შენი თავი Naec-თან ერთად

17 მარტიდან ცენტრი მსურველებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს – აბიტურიენტი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები Naec-თან ერთად. ამასთან, მონაწილეს საშუალება ექნება მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც გადაიხდის შესაბამის საფასურს, გაივლის რეგისტრაციას, აირჩევს გამოცდებს, მიუთითებს საქართველოს ფოსტის ფილიალს, სადაც მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული […]

17 მარტიდან ცენტრი მსურველებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს – აბიტურიენტი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები Naec-თან ერთად. ამასთან, მონაწილეს საშუალება ექნება მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს.
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც გადაიხდის შესაბამის საფასურს, გაივლის რეგისტრაციას, აირჩევს გამოცდებს, მიუთითებს საქართველოს ფოსტის ფილიალს, სადაც მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული პასუხების ფურცლების იდენტურ ფურცლებს და დეტალურ ინსტრუქციას.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ტესტების ვერსიები ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის, თუმცა, პროექტში მონაწილეობის საფასურის (1 საგანი – 10 ლარი) გადახდისას ცენტრი მონაწილეებს ამ პროექტისათვის შექმნილი ტესტების ვერსიების პირად გვერდზე მიწოდებას, ნაშრომების გასწორებას, მინიმუმ 4 გამოცდის არჩევისას კი გათანაბრებული და სკალირებული ქულების დათვლას და 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა საკონკურსო ქულებთან საკუთარი ქულების შედარებას სთავაზობს.

მსურველებს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა ექნებათ ვებგვერდებზე online.naec.ge www.naec.gov.ge 17 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით.

4 ან მეტი გამოცდის არჩევისას მონაწილეს სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეეძლებამიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. ამისათვის ჩამონათვალიდან მან სასურველი ფაკულტეტ(ებ)ი უნდა აირჩიოს. შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მისი საკონკურსო ქულა შერჩეული ფაკულტეტ(ებ)ისთვის და 2015 წელს ამავე ფაკულტეტზე ჩარიცხულთა მინიმალური საკონკურსო ქულა. ცხადია, მიმდინარე წელს კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩარიცხვის პროგნოზირებისათვის ამ ინფორმაციის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის (საკონკურსო ქულები 2015-2016 წელს შესაძლებელია სრულიად განსხვავებული იყოს), თუმცა აბიტურიენტს არჩევნის ოპტიმალურად გაკეთებასა თუ გამოცდამდე დარჩენილი დროის სწორად გამოყენებაში დაეხმარება.

 

წყარო იხილეთ ბმული

დატოვე კომენტარი