ზოგადი ინფორმაცია TOEFL -ის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის

TOEFL iBT-ის ტესტის ჩაბარება აუცილებელი მოთხოვნაა ამერიკის, ევროპის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტების უმრავლესობაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. ტესტი ამოწმებს რამდენად კარგად იცით ინგლისური ენა საუნივერსიტეტო დონეზე; როგორია თქვენი კითხვის, მოსმენის, წერისა და საუბრის უნარები და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება აკადემიური დავალებების შესრულებისას. TOEFL პირველად 1964 წელს ჩატარდა და დღემდე ჩაბარებული აქვს 27 მილიონზე მეტ […]

wordle_TOEFL

TOEFL iBT-ის ტესტის ჩაბარება აუცილებელი მოთხოვნაა ამერიკის, ევროპის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტების უმრავლესობაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. ტესტი ამოწმებს რამდენად კარგად იცით ინგლისური ენა საუნივერსიტეტო დონეზე; როგორია თქვენი კითხვის, მოსმენის, წერისა და საუბრის უნარები და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება აკადემიური დავალებების შესრულებისას. TOEFL პირველად 1964 წელს ჩატარდა და დღემდე ჩაბარებული აქვს 27 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოში. ამათგან უმეტესობას საშუალო და მაღალი შედეგებით. მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნის 8500-ზე მეტი კოლეჯი, ინსიტიტუტი, სააგენტო და სასწავლო ცენტრი აღიარებს TOEFL iBT-ის შედეგებს. ასევე მის ქულებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ვიზის მისაღებად.

ტესტის ჩაბარება სჭირდებათ:

• სტუდენტებს, რომლებიც გეგმავენ სწავლის გაგრძელებას უმაღლესს სასწავლებლებში;
• ინგლისური ენის სასწავლო პროგრამებზე მიღება-ჩაბარების მსურველებს;
• სტიპენდიებისა და სერთიფიცირების კანდიდატებს;
• ინგლისური ენის შემსწავლელებს, რომლებსაც აინტერესებთ თავიანთი პროგრესის შემოწმება;
• სტუდენტებსა და მუშა-მოსამსახურეებს, რომლებსაც ვიზის აღებაზე შეაქვთ განაცხადი.

TOEFL iBT არის TOEFL -ის ინტერნეტის ფორმატში ჩაბარების ვარიანტი. იგი პირველად 2005 წელს ჩატარდა. მას შემდეგ TOEFL-ის ინტერნეტით ჩაბარება საკმაოდ წარმატებით ხორციელდება და თითქმის მთლიანად ანაცვლებს ტესტის ქაღალდზე ჩაბარების ვარიანტს. დღეისათვის TOEFL -ის გამოცდაზე გამსვლელთა 94% -ს TOEFL iBT აქვს ჩაბარებული. TOEFL iBT-ის ჩაბარება წელიწადში 40-ჯერ არის შესაძლებელი 170-მდე  ქვეყნის 4500-ზე მეტ სატესტო ცენტრში. ტესტის გადაბარება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, შეუზღუდავი რაოდენობით.

საქართველოში TOEFL iBT თბილისსა და ბათუმში ბარდება და მისი ღირებულება $165 დოლარია, ხოლო ტესტის ჩაბარება პარასკევს, შაბათს ან კვირას არის შესაძლებელი. თქვენ შეიძლება მოგიწიოთ დამატებითი საფასურის გადახდა:

• დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში – $ 35;
• ტესტის თარიღის შეცვლისას – $60;
• ქულის აღდგენის ან გაუქმების შემთხვევაში – $20;
• შედეგების დამატებით ლოკაციაზე გადაგზავნის მოთხოვნის შემთხვევაში – $17 (თითო ინსტიტუტზე);
• მეტყველებისა ან წერის სექციის თავიდან შემოწმების მოთხოვნისას – $60;
• პერსონალური ჩეკის უკან დაბრუნების მოთხოვნისას – $20.

TOEFL iBT-ის ტესტი ინტერნეტით ბარდება სპეციალურ საგამოცდო ცენტრში. იგი შედგება ოთხი ნაწილისგან: მოსმენა, კითხვა, მეტყველება და წერა. მთლიანად ტესტის დასრულებას 4.5 საათი სჭირდება. ყოველ სექციაზე მუშაობისას თქვენ დაგჭირდებათ კომბინირებულად რამდენიმე უნარის გამოვლენა.

კითხვის სექცია აკადემიური ტექსტების 3-4 ნაწყვეტს მოიცავს და მასზე საპასუხოდ 60-80 წუთია გამოყოფილი. 60 წუთი იმ შემთხვევაში თუ სექცია 3 ნაწყვეტს შეიცავს, შესაბამისად, 80 წუთი – 4 ნაწყვეტზე. ამ დროის განმავლობაში სტუდენტმა 36-56 შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.

მოსმენის სექციას 60-90 წუთი აქვს დათმობილი და იგი სტუდენტმა 34-51 კითხვაზე საპასუხოდ უნდა გამოიყენოს. მოსასმენი თემატიკა: ლექციებს, საკლასო დისკუსიებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრების სხვადასხვა თემაზე საუბრებს მოიცავს.

საუბრის სექციას 20 წუთი ეთმობა. ამ სექციაში სტუდენტს 6 დავალება აქვს მოცემული და მოეთხოვება მკაფიოდ და გასაგებად გამოთქვას თავისი აზრი ნაცნობ თემასთან დაკავშირებით.

წერის სექციისთვის 50 წუთია გამოყოფილი. აქ სტუდენტს 2 სახის დავალების შესრულება უწევს: პირველი – ინტეგრირებული, სადაც ჩამბარებელმა უნდა წაიკითხოს და შემდეგ მოუსმინოს ინფორმაციას თემის შესახებ და შემდეგ უპასუხოს მოცმეულ თემას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და მეორე – არგუმენტირებულად დაიცვას თავისი შეხედულებები ტესტში მოსულ თემასთან დაკავშირებით.

ტესტის თითოეული სექცია 0-30 ქულიანი სკალით ფასდება. ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 120-ია, ხოლო მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რადგან ყველა უნივერსიტეტს, ინსტიტუტსა თუ კოლეჯს თავისი კრიტერიუმები აქვს დაწესებული. თუმცა “ტოპ” უნივერსიტეტებში მაგისტრატურაზე მოსახვედრად 100-დან 110 ქულამდეა საჭირო. ბაკალავრიატზე ეს ზღვარი შედარებით დაბალია თუმცა ზოგიერთ უნივერსიტეტში ეს მოთხოვნა შეიძლება მაინც იყოს 100 ქულა ან მეტი (მაგალითად იელის ან ჩიკაგოს უნივერსიტეტი).

წყარო: http://www.ptg-georgia.com/index.php?right_nav_id=23&cat_id=2&lang=ka-GE

დატოვე კომენტარი