თსუ-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება!

11 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, 35-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია: საჯარო სფეროდან იუსტიციის სახლი და ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი სსიპ-ებით; საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფერო: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, […]

Job interview. Businessman having a job interview. [url=http://www.istockphoto.com/search/lightbox/9786622][img]http://dl.dropbox.com/u/40117171/business.jpg[/img][/url]

11 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, 35-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია:

საჯარო სფეროდან იუსტიციის სახლი და ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი სსიპ-ებით;

საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფერო: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“;

სადაზღვევო სფერო: ალდაგი, ირაო, იმედი ელი, ჯი პი აი ჰოლდინგი, პსპ ჯგუფი, აი სი ჯგუფი

კვლევითი / საკონსულტაციო / აუდიტის კომპანიები: ACT, BDO, KPMG Georgia

მრეწველობა / წარმოება / დისტრიბუცია / მომსახურება:  ვისოლ ჯგუფი, ჰაიდელბერგ ცემენტი, ნიკორა, ნუტრიმაქსი, თეგეტა მოტორსი, სილქნეტი და სხვა.

სამედიცინო სფერო:  თბილისის ცენტრალური საავადმყოფო,   ექსპერიმენტული  ბიომედიცინის  ცენტრი (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი), სამედიცინო ცენტრი „ციტო“, „ბაქტერიოფაგი“, პსპ ჯგუფი, სამედიცინო კორპორაცია ევექსი და სხვა.

სასტუმროები: Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და სხვები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი და დაუკავშირდით ქალბატონ ხათუნა ცხადაძეს [email protected].

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ.N1,  თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლი

 

წყარო https://www.tsu.ge/ge/faculties/humanities/news/SYnalQ7P6ng93AZO5/?p=1

დატოვე კომენტარი