როგორ ჩავაბაროთ თსუ-ს მაგისტრატურაში

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზეhttps://tsu.ge/data/file_db/academic_orders/24.2016-danarTi1.pdf კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით (ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე). 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები (ბრძ. № 90/01-01, 08.06.2016) […]

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზეhttps://tsu.ge/data/file_db/academic_orders/24.2016-danarTi1.pdf

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით (ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები (ბრძ. № 90/01-01, 08.06.2016)
•  მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 29 აგვისტო – 2 სექტემბერი;
გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) –  5 სექტემბერი (9 საათი);
•  გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6  სექტემბერი (18 საათი);
•  გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  7 – 9 სექტემბერი;
•  აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი (18 საათი);
•  გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 7 სექტემბერი (9 საათი);
•  გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი (18 საათი);
•  გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 – 14  სექტემბერი;
•  აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15  სექტემბერი (18 საათი);
•  გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი;
•  ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  –  16 – 20 სექტემბერი;
•  საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა – 21 სექტემბერი;
•  ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 22 სექტემბერი.

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

•  განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
•  ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში – ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2016 წლის კურსდამთავრებულთათვის  – ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•  უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი № 303, ტელ.: (+995 32) 2 30 40 70

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 22 11 01-226

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, II სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 17 35

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი №101 (რესურსცენტრი 1), ტელ.: (+995 32) 2 30 01 34, 2 30 36 71

იურიდიული ფაკულტეტი – მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი №117; ტელ.: (+995 32) 2 29 08 41.

მედიცინის ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი №1 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 91 31 25

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსის უკანა შესასვლელი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 22 44 69.

დატოვე კომენტარი