სტიპენდიები აშშ-ში 2016-2017 სასწავლო წლისათვის ყველა სპეციალობაზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2016-2017 სასწავლო წლისათვის ფულბრაიტის სტუდენტურ პროგრამაზე. პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამით აშშ-ის ნებისმიერ უნივერსიტეტში, ნებისმიერი მიმართულებით გარდა ბიზნესის ადმინისტრირებისა. აღნიშნული სტიპენდია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდიაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამას თანასპონსორობას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერები სამინისტრო. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო კრიტერიუმები: კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. კანდიდატს […]


აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2016-2017 სასწავლო წლისათვის ფულბრაიტის სტუდენტურ პროგრამაზე. პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამით აშშ-ის ნებისმიერ უნივერსიტეტში, ნებისმიერი მიმართულებით გარდა ბიზნესის ადმინისტრირებისა.

აღნიშნული სტიპენდია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდიაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამას თანასპონსორობას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერები სამინისტრო.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო კრიტერიუმები:

კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
კანდიდატს დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი სასწავლებელი (ბაკალავრის ხარისხით).
კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
კანდიდატმა უნდა ჩაიტაროს სრული სამედიცინო გამოკვლევები.
კანდიდატი არ უნდა იყოს 30 წელზე უფროსი ასაკის.
კანდიდატი არ უნდა ირიცხებოდეს აშშ-ის არცერთ უმაღლეს სასწავლებელში.
არ დაიშვებიან აშშ-ის მოქალაქეები ან პირები, რომლებსაც აქვთ აშშ-ში ცხოვრების უფლება.
TOEFL – მინიმუმ 80 IBT, რეკომენდებულია 100 IBT (სამართლის მიმართულებით მოითხოვება მინიმუმ 100 IBT).
GRE – მოითხოვება ყველა მიმართულებით, გარდა სამართლისა.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

შევსებული აპლიკაცია (იხ. ბმული )
აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქტორის, პროფესორის ან სამუშაო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი სამი სარეკომენდაციო წერილი.
იმ დოკუმენტაციის, დიპლომების ასლები, რომლებიც მოითხოვება აპლიკაციაში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13 ივლისი, 2015წელი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს.

დატოვე კომენტარი