ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი: 1=2

“საბანკო სწავლების ცენტრი“, როგორც წმინდა საბანკო პროფილის ტრეინინგ ცენტრი და საქართველოს ბანკების ასოციაციაცია, რომლის წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 19 კომერციული ბანკი და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია “კრედო”, აგრძელებს მსმენელთა მიღებას 2016 წლის სასერტიფიკატო პროგრამაზე – კომერციულ ბანკებში მუშაობის დასაწყებად და მოლარე-ოპერატორის პოზიციების დასაკავებლად, რადგან განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა თანამშრომელთა ნაწილი გადის შვებულებაში, ახალი თანამშრომლების ყველაზე დიდი […]

საბანკო სწავლების ცენტრი“, როგორც წმინდა საბანკო პროფილის ტრეინინგ ცენტრი და საქართველოს ბანკების ასოციაციაცია, რომლის წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 19 კომერციული ბანკი და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია “კრედო”, აგრძელებს მსმენელთა მიღებას 2016 წლის სასერტიფიკატო პროგრამაზე – კომერციულ ბანკებში მუშაობის დასაწყებად და მოლარე-ოპერატორის პოზიციების დასაკავებლად, რადგან განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა თანამშრომელთა ნაწილი გადის შვებულებაში, ახალი თანამშრომლების ყველაზე დიდი აყვანებიც ივლისი-სექტემბრის პერიოდზე მოდის.

2016 წლის ზაფხულის სასერთიფიკატო პროგრამა: 1=2

ერთი ტრეინინგის ფარგლებში, მოლარე-ოპერატორის სერთიფიკატთან ერთად, დამატებით მიიღებთ ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატს 6 ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლებით (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, აზერბაიჯანული მანათი, თურქული ლირა, მათ შორის ლარის და ევროს ახალი სერიის ნომინალების სწავლებით), რაც ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსურ პოზიციებზე სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით ჩაითვლება უპირატესობად.

პროგრამის უნიკალურობა:
2016 წლის პროგრამის თემატიკა საოპერაციო და გაყიდვების მენეჯმენტის გაძლიერებული სწავლებით მიმდინარეობს, რადგან დღეს წამყვანი ქართული ბანკები კლიენტურას სთავაზობენ საცალო საბანკო მომსახურების ფართო არჩევანს ინტეგრირებული საბანკო პროდუქტების სახით პლასტიკური ბარათებისა და ინტერნეტ ბანკინგის ფართო გამოყენებით. ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსიების შერჩევისას უპირატესობა ენიჭებათ იმ პრეტენდენტებს, ვინც საკასო და საოპერაციო მომსახურებასთან ერთად, შეძლებს კლიენტ-მენეჯერის ფუნქციის შეთავსებას (კლიენტებისათვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება, კონსულტაციების გაწევა და გაყიდვა).

პროგრამა, რომელიც 15 სექტემბრამდე გრძელდება, ორი წლის წინ დაიწყო და ჩვენი წარმატებული მსმენელების 90% დღეს კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თანამშრომელია! 2014 წელს ტრეინინგი გაიარა 42 მსმენელმა და 39 მსმენელის დასაქმდა კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო და საფინანსო ორგანიზაციებში, ხოლო 2015 წელს 55 მსმენელიდან დღეს 48 მსმენელია დასაქმებული.

“საბანკო სწავლების ცენტრი” დაარსდა 2007 წელს და სხვა ტრეინინგ ცენტრებისაგან განსხვავებით არის წმინდა საბანკო პროფილის ტრეინინგ ცენტრი. ცენტრის მიერ შემოთავაზებული პროგრამების წარმატებულ ხასიათს განაპირობებს საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული ოპერაციების კომბინირებული სწავლება, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ფორმატით, მსმენელზე მორგებული სწავლების დროის გრაფიკით. ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საბანკო საქმის შემსწავლელი სერთიფიცირებული ტრეინინგების გავლას ყველა ძირითადი მიმართულებით – საბანკო საქმის კურსი, საბანკო მენეჯმენტის კურსი, მოლარე-ოპერატორის კურსი, საცალო და ბიზნეს საკრედიტო ოფიცრის კურსები, კომპანიების კრედიტუნარიანობის შეფასების კურსი, ძვირფასი თვლების და ლითონების შეფასების კურსი, ფინანსური მენეჯმენტის კურსი, ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება, რისკების მართვა კომერციულ ბანკებში და საფინანსო კომპანიებში, საბანკო ეთიკა და მარკეტინგი, ბუღალტრული აღრიცხვა ბანკებში, პრობლემური სესხების მართვა და ლიკვიდაცია.

მონაწილეები: ტრენინგი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ეკონომიკური და არაეკონომიკური უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირებისათვის, აგრეთვე ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების (საკრედიტო კავშირები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) თანამშრომლებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ან სპეციალიზაციის შეცვლის მიზნით.

არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან, გაიარე ტრეინინგი და დასაქმდი ბანკში და საკრედიტო ორგანიზაციებში!

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულებიდან:
https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-628828530526906/?ref=aymt_homepage_panel

ან

http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1403&

ტრეინინგი წარმოდგენილია შემდეგი მოდულების სახით:

1. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისათვის დადგენილ არსებულ ინსტრუქციებს – ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების, საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესები, საქართველოში უნაღდო ანგარიშწორების და საბანკო დაწესებულებების მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ წესები;

2. ტრენინგის მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან ფულის ვარგისიანობის, დაზიანებული ბანკნოტების ამოღების, ბანკნოტებისა და მონეტების ინკასირების და შეფუთვის წესებს, ეროვნული და უცხოური ვალუტების (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, აზერბაიჯანული მანათი, თურქული ლირა, მათ შორის ლარის და ევროს ახალი სერიის ნომინალების სწავლებით) დამცავი ნიშნების და ყალბი კუპიურების ძირითად მახასიათებლებს.

3. კლიენტებთან სწორი საკომუნიკაციო ურთიერთობის წარმართვის მიზნით, მსმენელები შეისწავლიან კომუნიკაციის როლს და შიდა კომუნიკაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს, აგრეთვე მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზებას, პროდუქტების პოზიციონირებას და კონსულტირებას მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მათ შორის სასესხებო პროდუქტებთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებს.

4. ტრენინგის მონაწილეები ნაღდ და უნაღდო ანგარიშწორებას განახორციელებენ საბანკო საოპერაციო პროგრამის – “ALTA software – 2000” ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და რაც ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას მისცემს:

** შეასრულონ საკრედიტო დაწესებულებებში, სალარო ოპერაციები და დოკუმენტბრუნვა პრაქტიკული გატარებების მიხედვით, მათ შორის – სალაროს აღრიცხვიანობის, სალაროში ფულის შეტანა-გამოტანის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, სწრაფი ფულადი გზავნილების, აგრეთვე სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა, საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება.
** შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების(საგადახდო დავალება, საინკასო დავალება, აკრედიტივები, ოპერაციები ჩეკებით) მიხედვით საბანკო ანგარიშების გახსნის, ცვლილებების შეტანის და დახურვის ოპერაციები, ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები, კომუნალური და სხვა გადარიცხვები, რაც ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსურ პოზიციებზე კადრების შერჩევის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, ჩაითვლება უპირატესობად.

ტრენინგის წამყვანი:
გიორგი ცუცქირიძე
1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. კითხულობს ლექციების ციკლს საბანკო, საკრედიტო და რისკ მენეჯმენტში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, დარგობრივი საბჭოს წევრი.

** 2000-2001 წლებში იყო Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (Tbilisi ), და “SIBLEY International”/USAID (Tbilisi) პროექტების წამყვანი ტრეინერი
** 1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;
** 2000-2003 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკირთა გადამზადების პროგრამებს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის “შპარკასე აკადემიის” (Savings Banks Foundation for International Cooperation – Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში.

ტრეინინგს ასევე უძღვებიან საბანკო სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

სერთიფიცირების ფორმა:

მსმენელები სპეციალური შეთავაზების ფარგლებში აიღებენ:

** უნივერსალური მოლარე-ოპერატორის ორენოვან სერთიფიკატს
** ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატს (უფასოდ);
** სარეკომენდაციო წერილებს ასოციაციის წევრ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენად.

სწავლების მაღალი სტანდარტის მიზნით, ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 4-6 მსმენელზე.

ხანგრძლივობა:
3 კვირა (დღეში 2 აკადემიური საათი), სულ 24 საათი.

სწავლების დრო:
სწავლება მიმდინარეობს დილის და საღამოს საათებში.

სწავლების საფასური:
კურსის მთლიანი ღირებულებაა 175 ლარი (მოლარე-ოპერატორის კურსი – 175 ლარი, ფულის დამცავი ნიშნების სწავლება 6 ვალუტის მიხედვით – უფასო; კურსის ინდივიდუალურად გავლისას მისი ღირებულება იგივე პირობებით შეადგენს 200 ლარს).

რეგისტრაციისათვის CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:
[email protected]
[email protected]
(“subject”-ში მიუთითოთ “უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი”).

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 103244.

ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ. 5
(ამოსასვლილი რუსთაველის გამზირი, ლესია უკრაინკას ქუჩიდან, პირველივე შემოსახვევი მარჯვნივ).

დატოვე კომენტარი