აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2016 წლის 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 17 ოქტომბერს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755.
სტაჟირების პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების სია :
- სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
- სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
- ა(ა)იპ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
- სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- შპს – საქართველოს უნივერსიტეტი
- შპს – კავკასიის უნივერსიტეტი
- ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
- შპს – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
- შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
- შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი
- შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
- შპს – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
- შპს – ქუთაისის უნივერისტეტი
- ა(ა)იპ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- შპს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
- სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- სსიპ − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- ა(ა)იპ – ნიუ ვიჟენ
დატოვე კომენტარი