კოპენჰაგენის უნივერსიტეტი (UCPH)

იყო კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიშნავს, იმ ოჯახის წევრობას, რომელსაც კოპენჰაგენის უნივერსიტეტი ჰქვია დაარსებიდან, 1479 წლიდან დღემდე, სადაც დღესდღეობით 39 000 სტუდენტი სწავლობს და 7000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.  კოპენჰაგენის უნივერსიტეტი ყველაზე დიდი დაწესებულებაა დანიაში განათლებისა და მეცნიერების განხრით. ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევა-ძიებას, რითაც სულ მცირე რვაჯერ გახდა ნობელის პრემიის მფლობელი ფიზიკისა და მედიცინის დარგში. გზამკვლევი განათლების […]

იყო კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიშნავს, იმ ოჯახის წევრობას, რომელსაც კოპენჰაგენის უნივერსიტეტი ჰქვია დაარსებიდან, 1479 წლიდან დღემდე, სადაც დღესდღეობით 39 000 სტუდენტი სწავლობს და 7000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.  კოპენჰაგენის უნივერსიტეტი ყველაზე დიდი დაწესებულებაა დანიაში განათლებისა და მეცნიერების განხრით. ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევა-ძიებას, რითაც სულ მცირე რვაჯერ გახდა ნობელის პრემიის მფლობელი ფიზიკისა და მედიცინის დარგში.

გზამკვლევი

განათლების მიღება კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ნიშნავს, კრეატიული, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარებას. სალექციო კურსი მოიცავს სტანდარტულ ლექციებს და ტუტორიალებს,  სწავლებაში სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას, აქტიურობას, გუნდურ მუშაობას, დებატებს.

სასწავლო პროგრამა მოიცავს 3 წელს ბაკალავრის ხარისხისთვის, 2 წელს მაგისტრის ხარისხისთვის და 3 წელი დოქტორანტის აკადემიური ხარისხისთვის.
აკადემიური წელი იყოფა სემესტრებად (სექტემბრიდან იანვრამდე და თებერვლიდან ივნისამდე).

უნივერსიტეტს აქვს 4 კამპუსი კოპენჰაგენში, რომელიც დანიის კომერციული, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრია დაახლოებით, 1.2 მილიონი მოსახლით.  როგორც ყველა დიდი ქალაქი, კოპენჰაგენიც ხმაურიანი და აქტიურია, თუმცა სუფთა და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია მსოფლიოში.

დატოვე კომენტარი