სასარგებლო და საჭირო აპლიკაციები

როცა საქმე სწავლას ეხება,  ტექნოლოგიები ერთდროულად დამხმარეცაა და ხელის შემშლელიც. გიზიარებთ, 10 აპლიკაციას, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებიან სწავლაში. #1. Momentum.  Momentum – არის პოპულარული აპლიკაცია, რომელიც შეიძლება გინახავთ კიდეც Tumblr-ზე ან Instagram-ზე. ფაქტიურად, ეს ახალი homepage-ია თქვენი ინტერნეტ ბრაუზერისთვის, როგორც კი გახსნით, პირველივე რაც თვალში მოგხვდებათ არის სია, იმ დავალებების, რომლის შესრულებაც მოგიწევთ დღეს. #2. SelfControl. კიდევ ერთი […]

როცა საქმე სწავლას ეხება,  ტექნოლოგიები ერთდროულად დამხმარეცაა და ხელის შემშლელიც.
გიზიარებთ, 10 აპლიკაციას, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებიან სწავლაში.

#1. Momentum. 

Momentum – არის პოპულარული აპლიკაცია, რომელიც შეიძლება გინახავთ კიდეც Tumblr-ზე ან Instagram-ზე. ფაქტიურად, ეს ახალი homepage-ია თქვენი ინტერნეტ ბრაუზერისთვის, როგორც კი გახსნით, პირველივე რაც თვალში მოგხვდებათ არის სია, იმ დავალებების, რომლის შესრულებაც მოგიწევთ დღეს.

#2. SelfControl.

კიდევ ერთი აპლიკაციაა კომპიუტერისთვის, ამჯერად Macbook-ის მფლობელებისთვის. აპლიკაცია გეხმარება, არ შეხვიდე ისეთ გვერდებზე, როგორიცაა Facebook, Twitter ან Tumblr.

#3. Grades.

Grades – გეხმარება ქულების დათვლაში და ჩვეულებრივი მოტივატორია კარგი GPA-სთვის.

#4. FlatTomato.

თუ უკვე იცით, Pomodoro-ს სასწავლო ტექნიკის შესახებ, მაშინ FlatTomato-ც გეცოდინებათ.
მათთვის კი, ვინც არ იცის, Pomodoro-ს ტექნიკა მიიჩნევა, რომ ზრდის თქვენი პროდუქტიულობის დონეს, დროის მონაკვეთებად დაყოფის მეთოდით. ყოველი 25 წუთიანი მუშაობის შემდეგ 5 წუთიანი შესვენება, ყოველ 1 საათში 15 წუთიანი შესვენება. აპლიკაციის გამოყენებით შეძლებთ  თქვენს თავს დაუწესოთ დედლაინი, შეასრულოთ დაკისრებული სამუშაო დროის გარკვეულ მონაკვეთში.

#5. Forest.

Forest-ი ძალიან ჰგავს SelfControl-ს, მაგრამ სატელეფონო აპლიკაციაა. ტელეფონის შეტყობინებები ხელს გიშლით კონცენტრირებაში? გამოიყენეთ Forest-ი!
აპლიკაციის მეშვეობით, ზრდით ხეს და მანამ სანამ ხე ზრდას არ დაასრულებს, ტელეფონი ფაქტიურად უფუნქციოა.

#6. Lost on Campus.

აპლიკაცია, რომელიც ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს. ესაა ინტერაქტიური რუკა, რომელიც გიჩვენებს უნივერსიტეტის ყველა კამპუსის თითოეული ოთახის მდებარეობას და მისასვლელ გზას.

#7. Evernote.

ვისაც ჩანაწერების გაკეთება გიყვართ, Evernote თქვენთვისაა. ჩვეულებრივი ბლოკნოტია ტელეფონში.

#8. Google Calendar.

ყველაზე საჭირო აპლიკაციაა აპლიკაციათა შორის! გეგმავ, ინიშნავ, შეტყობინებები მოგდის. მიბმულია Facebook-ზე და შეგიძლია აბსოლიტურად ყველა ღონისძიების შესახებ შეიტყო ისე, რომ დრო არ დაკარგო.

#9. Quizlet.

სახელწოდებიდან გამომდინარე ალბათ, ხვდებით, რომ საქმე ეხება აპლიკაციას, რომლის მეშვეობით ბევრ საინტერესო რამეს ისწავლით და გაერთობით კიდეც.

#10. Todoist.

მარტივი აპლიკაცია დავალებების შესასრულებელი სიისთვის. დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო ორგანიზებული და პროდუქტიული.

დატოვე კომენტარი