Edukey – ნარმინას ირლანდიური გასაღები

 Edukey  ჩვენი ახალი რუბრიკაა, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ სტუდენტებს გაგაცნობთ. ისინი თავად მოგიყვებიან თუ  როგორ მიაღწიეს  წარმატებას და დაგეხმარებიან უფრო მარტივად გაიაროთ,თქვენი წილი,წარმატების რთული გზა. ჩვენი პირველი რესპონდენტი ნარმინა გუსეინოვა გახლავთ . ის ერთ-ერთი იმ სტუდენთაგანია,რომელიც სწავლას საზღვარგაეთ Erasmus Plus-ის პროგრამის ფარგლებში , ირლანდიაში აგრძელებს. ნარმინა ამჟამად ლიმერიკის უნივერსტიტში ირიცხება სადაც, ერთი , შემოდგომის სემესტრის განმავლობაში […]

 Edukey  ჩვენი ახალი რუბრიკაა, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ სტუდენტებს გაგაცნობთ. ისინი თავად მოგიყვებიან თუ  როგორ მიაღწიეს  წარმატებას და დაგეხმარებიან უფრო მარტივად გაიაროთ,თქვენი წილი,წარმატების რთული გზა. ჩვენი პირველი რესპონდენტი ნარმინა გუსეინოვა გახლავთ . ის ერთ-ერთი იმ სტუდენთაგანია,რომელიც სწავლას საზღვარგაეთ Erasmus Plus-ის პროგრამის ფარგლებში , ირლანდიაში აგრძელებს. ნარმინა ამჟამად ლიმერიკის უნივერსტიტში ირიცხება სადაც, ერთი , შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ისწავლის.14184392_1163773557028227_5276619717245278039_n

ნარმინა თქვენთვის ეს  პირველი გაცვლითი პროგრამაა ?

კი, მეორე მცდელობა და პირველი გამარჯვებაა. პირველ ცდაზე რომ მომეპოვებინა სტიპენდია, ალბათ, ახლა ასე არ დავაფასებდი ჩემს შრომასა და ძალისხმევას. სადღაც უნდა „დამარცხდეს“ ადამიანი, რომ განსხვავებულად დაინახოს მოვლენები.

ბევრი ქართველი სტუდენტი ოცნებობს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაზე რა იყო შენი მოტივაცია, რამაც ირლანდიაში  სწავლა გადაგაწყვეტინა?

პირველ რიგში, ეს იყო, საკუთარი თავის აღმოჩენა. საერთოდ არ მქონდა ის მოლოდინი, რომ რამე არაჩვეულებრივი სისტემა დამხვდებოდა აქ. ჩემი მოტივაცია მხოლოდ საკუთარი თავის დანახვა იყო სხვა „განზომილებასა“ და სხვა პირობებში. მეტიც, მინდოდა, მენახა, როგორი ვარ, როცა ვარ მარტო და არავინ მეხმარება, რა ძალები გამაჩნია მე პირადად და არა ჩემს მშობლებს, ნათესავებს ან მეგობრებს, ვინ ვარ მე, როცა მარტო ვარ. ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, რომ მიყვარს საკუთარ თავს ახალ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებს რომ ვუქმნი. ისე გავიზარდე და დავამთავრე სკოლა რუსთავში, რომ ჩემი ცხოვრება სამი პუნქტისგან შედგებოდა: სკოლა, სახლი და ცეკვის სტუდია. ქალაქში გასვლისას ხელის აწევა და სამარშუტო ტაქსის გაჩერებისაც კი მრცხვენოდა. მერე მივხვდი, რომ ასე არ გამოვიდოდა და ყოველთვის არ მეყოლებოდნენ გვერდით ის ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო საკუთარი თავის აღმოჩენის პირველი ნაბიჯი, რომელმაც მომცა მიმართულება, კიდევ საით უნდა წავსულიყავი და რა უნდა გამეკეთებინა. გაიგო, ვინ ვარ მე, მოითხოვს სხვადასხვა „განზომილებებში“ მოძრაობას.

კონკრეტულად რა ეტაპები გაიარე სანამ ამ პროგრამაში მოხვდებოდი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბუთების ჩამონათვალს, რომელთა მობილეზება და სათანადო ელ.ფოსტაზე გაგზავნა სტუდენტის პასუხისმგებლობაა. საბუთები მოიცავს სამოტივაციო წერილს, ნიშნების ფურცელს, ლექტორების სარეკომენდაციო წერილს და ა.შ.

საბუთების გაგზავნიდან რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და გასაუბრება გავიარე. გასაუბრების შემდეგ კი შერჩეული სტუდენტების საბუთები გაიგზავნა მასპინძელ უნივერსიტეტში. ამ უკანასკნელის აზრი არის შერჩევის საბოლოო ეტაპი. მახსოვს, ლიმერიკის უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხი რომ მივიღე, მეგობრები ერთად ვუყურებდით ფილმს „Inherit the Wind”. ისიც მახსოვს ამის მერე სიხარულისგან ავტობუსში როგორ ჩავეხუტე მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს

რით განსხვავდება ირლანდიური   განათლების სისტემა ქართულისგან და გაგიჭირდა თუ არა უცხო ქალაქში, სასწავლებლად წასვლა

ხარისხს თუ შევადარებთ, დიდი განსხვავება არ არის. შეიძლება, რაღაც მომენტში ზოგიერთ აქაურ ლექტორს ილიაუნის ლექტორებიც კი მირჩევნია. მაგალითად, ერთი ლექტორი მყავს, ხელში ფურცლები უჭირავს და კითხულობს დიდ ნაწილს, ამის მოსმენა კი, ცოტა არ იყოს, რთული და მოსაბეზრებელია.

რაც შეეხება სირთულეებს, მთავარია, რამე გაგიჭრიდეს ან კითხვა გაგიჩნდეს, ყველა მზადაა, რომ დაგეხმაროს. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან უნდათ, რამე ჰკითხო, თითქოს აქეთ გთხოვენ. უნივერსიტეტის პერსონალიც და ქალაქის რიგითი მაცხოვრებელიც ძალიან მოღიმარი და თავაზიანია. სირთულეს ვერ დავარქმებდი, მაგრამ მქონდა გარკვეული შეკითხვები, რომელთაც გაეცა პასუხი ასეთი გარემოებიდან გამომდინარე.

რას ურჩევ სტუდენტებს, რას მიაქციონ ყურადღება იმისათვის რომ გაცვლით პროგრამებში შეძლონ  მონაწილეობა?

ძირითადი შეცდომა, რასაც სტუდენტები უშვებენ და რაც მეც დავუშვი პირველ მცდელობაზე, არ გამოკვეთენ კონკრეტულ მიზეზებსა და ხედვებს, მაინც რატომ უნდათ საზღვარგარეთ სწავლა. სამოტიაციო წერილში იმის დაწერა, რომ მინდა, ევროპაში მივიღო განათლება, ის სხვანაირ გამოცდილებას მომცემს, მეტ ადამიანს გავიცნობ და ა.შ არის ყველას პასუხი. ეს ყველაფერი ისედაც ცხადია კომისიისთვის, მათ ძალიან კარგად იციან საზღვარგარეთ სწავლის ფასი და მნიშვნლობა, მაგრამ მათ ის აინტერესებთ, აი, შენ რატომ გინდა, მოდი გავუშვათ ის და არა შენ, ხომ კარგია ევროპაში სწავლა, მაშინ სხვა სტუდენტი წავიდეს, შენ რატომ გინდა. სტუდენტმა ამაზე უნდა შეძლოს პასუხის გაცემა. მან თავისი მიზნები უნდა გააცნოს. როდესაც კომისიის წევრი დაინახავს, რომ სტუდენტს საკუთარი ცხოვრების მომავალი რამდენიმე მთავარი პუნქტი აქვს გამოყოფილი და ამისთვის საზღვარგარეთ სწავლის აუცილებლობას ამტკიცებს, უფრო მეტ შანსს მისცემს ასეთ სტუდენტს. კიდევ კარგად უნდა ჩანდეს ის, რომ სტუდენტს გააზრებული აქვს სად მიდის და დამთავრების შემდეგ კონკრეტულად რა შედეგებს მიიღებს, უნდა ჩანდეს, რომ იცნობს მასპინძელ უნივერსიტეტსა და ქვეყანას. მაგალითისთვის, თუ სტუდენტი სწავლობს პედაგოგიკაზე და უნდა ფინეთში სწავლის გაგრძელება, უნდა გამოკვეთოს ის, რომ ფინეთის ბაღებსა და სკოლებში ბავშვებს ხშირად აქვთ პრაქტიკული სავარჯიშოები, იყენებენ ლაბორატორიას ქიმიასა და ფიზიკისთვის და ა.შ. უნდა ჩანდეს, რომ მას სურვილი აქვს პირადად დააკვირდეს ამ პროცესს და მიღებული ცოდნა საქართველოში მომავალი თაობის სასიკეთოდ გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კონკრეტული მაგალითების მოყვანა, უნდა აჩვენოს, რომ არა შემთხვევით, არამედ გააზრებულად სურს სტუდენტს წასვლა და იცის რას, რაში და როგორ გამოიყენებს.

როგორია ირლანდიაში  სტუდენტის ყოველდღიური ცხვოვრება და შესაძლებელია თუ არა სწავლასთან ერთად მუშაობა?

აქ სტუდენტები ძირითადად ჯანსაღ ცხოვრებას მისდევენ. ჩვენს უნივერსიტეტში არის სპორტ-არენა, რომელიც სტუდენტებს ყველანაირ მომსახურეობას სთავაზობს ისეთ ფასად, რომ უმეტესობას შეუძლია ამის გადახდა. ძირითადად მოძრაობენ ველოსიპედებით, რასაც აქაური სპეციალური გზები და უნივერსიტეტის ველოსადგომები უწყობს ხელს. როგორც ევროპის უმეტეს ქვეყანაში, გართობის დღეები აქაც პარასკევი და შაბათია. ჩვენს უნივერსიტეტში ყოველ პარასკევს, საღამოს არის ფართი. ასევე უნივერსიტეტი გვთავაზობს სხვადასხვა ტურებს ირლანდიის სხვადასხვა ადგილას ისევ ნორმალურ ფასად. სტუდენტებზე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენზე ჭკვიანები არიან. ყოველ შემთხვევაში სოციოლოგიაზე არ არიან მაინცდამაინც ძლიერი სტუდენტები, შეიძლება მარქსი და ვებერი არ იცოდნენ. თუმცა არიან ისეთებიც, რუსეთი სად მდებარეობს, ეგ არ იციან. საქართველოს მდებარეობის ახსნა ყოველთვის შავი ზღვის, რუსეთის ან თურქეთის დახმარებით გამომდის J ევროპა საქართველოდან, ყოველ შემთხვევაში განათლების მხრივ, ძალიან მაღალი დონის ჩანს, მაგრამ რეალობაა სულ სხვაა. თუმცა არც არის აუცილებელი ადამიანმა ისიც იცოდეს, რაც არ სჭირდება.

სწავლასთან ერთად მუშაობა შეიძლება ნახევარ განაკვეთზე. შეიძლება ცხრილი ისე აიწყოს, რომ კვირაში შაბათი-კვირის გარდა სხვა დღეებიც არ სწავლობდე. როგორც ვიცი, ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს ლექცია 6 საათზე უმთავრდება, აღარავის უტარდება ლექციები ამის მერე.

სამომავლო გეგმები, აპირებ თუ არა სწავლის გაგრძელებას კვლავ საქართვლოში ან სხვა ქვეყანაში?

სწავლის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ, ეს თითქოს ჩემი ცხოვრების მისიაა. ძალიან მიყვარს ეს წინადადება (სამწუხაროდ ავტორი არ მახსოვს): „რაც უფრო იღებ ახალ ცოდნას, მით უფრო ხვდები, რომ უცოდინარი ხარ“. ამიტომ, როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ან საერთოდ არ უნდა დაიწყო სწავლა, და, თუ დაიწყე, ბოლომდე უნდა წახვიდე.

მე სპეციალობითაც და ბუნებითაც სოციოლოგი ვარ. სოციოლოგს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, „განზომილებებში“ მოგზაურობა ჭირდება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა სხვადასხვა საზოგადოება და კულტურა. ევროპული პრაქტიკა ასე თუ ისე ნაცნობი იქნება ჩემთვის საქართველოში დაბრუნებისას. ალბათ, შემდეგ ცოტა აღმოსავლეთს გამოვცდი, ჩინეთი, იაპონია ან სხვა. დაინტერესებული ვარ სიყვარულის კონცეფციით, მინდა, ჩამოვაყალიბო საგანი ან განხრა „სიყვარულის სოციოლოგია“. ამ სახელწოდების საგანი ლიმერიკის უნივერსიტეტში უკვე არსებობს და სწორედ ეს გახდა ამ უნივერსიტეტის არჩევის ერთი-ერთი მიზეზი. მინდა სიყვარული ვიკვლიო სხვადასხვა კულტურასა და საზოგადოებაში.

 

დატოვე კომენტარი