სტაჟირება საჯარო სამსახურში

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2016 წლის შემოდგომის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 17 ოქტომბერს 15:00 საათზე და დასრულდება 26 ოქტომბერს 15:00 საათზე. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც 2016 წლის 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმართეს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების მიმდინარე ნაკადში მონაწილეობაზე. იხილეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი:  […]

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2016 წლის შემოდგომის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 17 ოქტომბერს 15:00 საათზე და დასრულდება 26 ოქტომბერს 15:00 საათზე.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც 2016 წლის 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმართეს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების მიმდინარე ნაკადში მონაწილეობაზე.

იხილეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი: 

ნაბიჯი I
სტაჟირების საიტის (stajireba.gov.ge) მთავარ გვერდზე ხსნით აქტივაციის პანელს,  შეგყავთ პირადი ნომერი,ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი;

ნაბიჯი II
ანგარიშის გასააქტიურებლად ამოწმებთ ელექტრონულ ფოსტას, სადაც გამოგეგზავნებათ აქტივაციის ბმული;

ნაბიჯი III
აღნიშნულ ბმულზე გადასვლით ანგარიში გააქტიურებულია და ავტორიზაციის გრაფაში შეგყავთ უკვე მითითებულიელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.

ავტორიზაციის შემდეგ:

ნაბიჯი I
ანგარიშის მართვის პანელში, თქვენი ელ-ფოსტის პირდაპირ განთავსებულია ვაკანსიების ღილაკი .  ვაჭერთ აღნიშნულ ღილაკს და ავტომატურად ჩამოიშლება ვაკანსიების ჩამონათვალი თქვენი საგანმანათლებლო მიმართულებისა და დარგი/სპეციალობის შესაბამისად;

ნაბიჯი II

თქვენ მიერ შერჩეული ვაკანსიის დასახელებასა (დასახელება)  და საჯარო დაწესებულების დასახელებას (ორგანიზაცია) შორის განთავსებულია ღილაკი . ვაკანსიის სრული აღწერილობის სანახავად  ვაჭერთ აღნიშნულ ღილაკს, რაც არ გულისხმობს ვაკანსიის არჩევას;

ნაბიჯი III

ვაკანსიის არჩევის პროცესის დასასრულებლად, სრული აღწერილობის გვერდზე განთავსებულია არჩევის ღილაკი , აღნიშნულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ მიიღებთ გაფრთხილებას („ნამდვილად გსურთ რეგისტრაცია ვაკანსიაზე?“ არჩეული ვაკანსიის შეცვლა შეუძლებელია), თანხმობის შემთხვევაში (ღილაკი „დიახ“),იხილავთ ტექსტს შემდეგი შინაარსით: თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით ვაკანსიაზე. გთხოვთ, რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში გამოცხადდეთ  არჩეულ დაწესებულებაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით არჩეული დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, ხოლო უარის (ღილაკი „არა“) შემთხვევაში კი, შეგიძლიათ დაბრუნდეთ ვაკანსიების ჩამონათვალის გვერდზე.

გასათვალისწინებელი:

მას შემდეგ, რაც თქვენ გააკეთებთ არჩევანს, არ შეგიძლიათ ცვლილების განხორციელება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ვაკანსიის აღწერილობით ნაწილს; აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსია ავტომატურად რეზერვდება და მასზე წვდომა აღარ აქვს სხვა სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა (ოქტომბრის) და გაზაფხულის (აპრილის) ნაკადების მეშვეობით. თუ ამ ეტაპზე ვერ ირჩევთ სასურველი მიმართულების ვაკანსიას, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ სტაჟირების შემდგომი ნაკადის ფარგლებში.

 

დატოვე კომენტარი