ტრენინგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის CSRDG

2014 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხმარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება” (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers) განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები არასამთავრობო […]

2014 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხმარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება” (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers) განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რეგიონული მედია საშუალებებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის, კონკურსები მედიისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის; მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

ამ ეტაპზე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” იწვევს მასობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში – “ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხმარებლებზე”.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში მოქმედ მედია საშუალებების წარმომადგენლებს.

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის შედეგად მონაწილეები მიიღებენ ინფორმაცია თუ რა ცვლილებებს და ზეგავლენას მოახდენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე, რაც შემდგომში მათ დაეხმარებათ მედია საშუალებებით გააშუქონ აღნიშნული საკითხები და მოახდინონ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

????2 დღიანი ტრენინგი ჩატარდება 2016 წლის 18-20 ნოემბერს, ბათუმში.
????ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. ტრენინგის ხარჯებს სრულად ფარავს ორგანიზატორი.
????ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (10 მონაწილე). უპირატესობა მიენიჭება იმ ჟურნალისტებს, რომელთაც უკვე აქვთ მომხმარებლებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობის გამოცდილება.

ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველმა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი), სასურველია ელექტრონულად. გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: AA/DCFTA Training.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2016 წლის 12 ნოემბერი, 16:00 საათი.

შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით ან ტელეფონით მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის ჩატარების ადგილმდებარეობის და სხვა დეტალების შესახებ.

✉საკონტაქტო პირი: ნინო ქიტუაშვილი
მობ: 577 76 05 72
ელ. ფოსტა: [email protected]

 თანდართული ფაილი

შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
მისამართი: თბილისი, დელისის პირველი შესახვევი #5ა
ტელეფონი: +(995 32) 2 399 018/19
ვებ გვერდი: http://www.momxmarebeli.ge | http://www.csrdg.ge

დატოვე კომენტარი