მასწავლებელთა მეოთხე ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია გამოცხადდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენციის მონაწილეთა (მსმენელთა) რეგისტრაციას აცხადებს. კონფერენცია, სახელწოდებით „მოსწავლეთა გამჭოლი კომპეტენციების განვითარება”, 2016 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება. კონფერენციის მიზანია: პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება. საკონფერენციო თემებია: წიგნიერების განვითარება; ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება; ციფრული და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარება; შემოქმედებითი აზროვნების განვითარება; ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება (მათ შორისკატასტროფების რისკების მართვის შესახებ სწავლება). ყველა […]
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენციის მონაწილეთა (მსმენელთა) რეგისტრაციას აცხადებს. კონფერენცია, სახელწოდებით „მოსწავლეთა გამჭოლი კომპეტენციების განვითარება”, 2016 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.

კონფერენციის მიზანიაპედაგოგთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება.

საკონფერენციო თემებიაწიგნიერების განვითარება; ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება; ციფრული და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარება; შემოქმედებითი აზროვნების განვითარება; ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება (მათ შორისკატასტროფების რისკების მართვის შესახებ სწავლება).

ყველა ზემოხსენებული გამჭოლი მიმართულება შესაძლებელია განხილული იყოს ინკლუზიური განათლების ჭრილში

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ მასწავლებლებს აგრეთვე სკოლის სპეც. მასწავლებლებს.

განაცხადების მიღება დასრულდება 20 ნოემბერს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს

საკონფერენციო პრეზენტაციების შეფასება

დატოვე კომენტარი