საჯარო ლექცია | თათია დოლიძე: განათლების მნიშვნელობა, განსხვავებები და გამოწვევები, როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ

3 ნოემბერს, განათლების ლაბორატორია – ედულაბმა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გაეროში – თათია დოლიძის საჯარო ლექციას უმასპინძლა. თათიამ ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, განსხვავებებსა და გამოწვევებზე, როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ. თათია ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ბაკალავრის (დიპლომი წარჩინებით) და მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის მაგისტრის (დიპლომი წარჩინებით) ხარისხებს, ამასთან არის თსუ-სთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტის ევროპათმცოდნეობის დოქტორანტობის […]

14991910_718726361610313_7445123645793661524_n3 ნოემბერს, განათლების ლაბორატორია – ედულაბმა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გაეროში – თათია დოლიძის საჯარო ლექციას უმასპინძლა.
თათიამ ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, განსხვავებებსა და გამოწვევებზე, როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ.
თათია ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ბაკალავრის (დიპლომი წარჩინებით) და მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის მაგისტრის (დიპლომი წარჩინებით) ხარისხებს, ამასთან არის თსუ-სთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტის ევროპათმცოდნეობის დოქტორანტობის კანდიდატი. სემესტრული თუ წლიური სასწავლო მობილობების ფარგლებში, სტუდენტად ირიცხებოდა ასევე ვილნიუსის (ლიტვა), მასარიკის (ჩეხეთი) და სიენას (იტალია) უნივერსიტეტებში. სხვადასხვა ეტაპზე საზღვარგარეთ თათიას სწავლა შესაძლებელი გახადა, აკადემიური მოსწრების საფუძველზე, მის მიერ მოპოვებულმა ერასმუს მუნდუსის, ფონდი ღია საზოგადოებისა და იტალიის საგაერო საქმეთა სამინისტროს სასწავლო სტიპენდიებმა.თათია სასტაჟიორო კონტრაქტით იყო დასაქმებული ბრიუსელში, ევროპარლამენტის გენერალურ დირექტორატში EPRS (ევროპული საპარლამენტო კვლევითი სერვისი).ასევე მუშაობდა მკვლევარ-ასისტენტის პოზიციაზე ბრიუსელის წამყვან კვლევით ცენტრში CEPS (ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი).

იგი ფლობს ინგლისურ,რუსულ , ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი.

2012 წლიდან საქართველოში მოქმედებს პროგრამა „ახალგაზრდობის წარმომადგენელი გარეოში“, რომელიც სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. თიათია დოლიძემ ამ კონკურსში 2016 წელს გაიმარჯვა, როდესაც საჯარო გამოსვლაზე შემდეგი თემის ირგვლივ ისაუბრა : “The importance of youth leadership – how can young people become agents of change?”

ფოტოების ავტორი: ლაშა მაჭარაშვილი

დატოვე კომენტარი