ოქსფორდის უნივერსიტეტის უფასო ონლაინ კურსები

ოქსფორდის უნივერსიტეტი მალე შეუერთდება ისეთ პრესტიჟულ დაწესებულებთა რიგს, როგორიცაა ბერკლი, ჰარვარდი და მიტ-ი და საზოგადოებას შესთავაზებს უფასო ონლაინ კურსებს (MOOCs). კურსები ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის თებერვლიდან და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს მთელი მსოფლიოდან ექნება საშუალება დარეგისტრირდეს. როცა New York Times-მა 2012 წელი უფასო ონლაინ კურსების წლად გამოაცხადა, ოქსფორდი დღემდე უარს ამბობდა მსგავსი ტიპის პროგრამებზე. აღნიშნული კურსი […]

ოქსფორდის უნივერსიტეტი მალე შეუერთდება ისეთ პრესტიჟულ დაწესებულებთა რიგს, როგორიცაა ბერკლი, ჰარვარდი და მიტ-ი და საზოგადოებას შესთავაზებს უფასო ონლაინ კურსებს (MOOCs). კურსები ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის თებერვლიდან და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს მთელი მსოფლიოდან ექნება საშუალება დარეგისტრირდეს.

როცა New York Times-მა 2012 წელი უფასო ონლაინ კურსების წლად გამოაცხადა, ოქსფორდი დღემდე უარს ამბობდა მსგავსი ტიპის პროგრამებზე. აღნიშნული კურსი კი, ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და “ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების მიღებას ოქსფორდის კედლებს გარეთ, თავიანთ ქვეყნებში, სახლიდან გაუსვლელად.” – პროფესორი ვუდსი.

პორტალი ღიაა და მსურველებს შეუძლიათ 2-3 საათი დაუთმონ კვირაში, 6 კვირიან კურსს.
ასევე, შესძლებელია ჩატარებული ლექციის განმეორებით მოსმენა, ჩანაწერის საშუალებით.

დატოვე კომენტარი