25 ნოემბერს Fabrika-ში თომას ქოლსთერის საჯარო ლექცია გაიმართება

თომას ქოსთლერი  დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი ექსპერტია მარკეტინგის სფეროში, ასევე არის ახალი კონცეფციის GOODVERTISING და ამავე სახელწოდების წიგნის ავტორი. თუ ხართ მარკეტოლოგი, ხართ სარეკლამო ბიზნესში, სამოქალაქო ორგანიზაციას, მსხვილ ბიზნეს, ან მცირე საწარმოს წარმოადგენთ და გინდათ გაიგოთ მეტი CSR-ისა და კრეატიული კომუნიკაციის შესახებ ეწვიეთ თომას ქოლსთერის ლექციას 25 ნოემბერს, 10:30 საათზე, ფაბრიკაში. საჯარო ლექციაზე […]

thomas-kolster-hablo-sobre-el-nuevo-marketing-_757_573_1274830თომას ქოსთლერი  დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი ექსპერტია მარკეტინგის სფეროში, ასევე არის ახალი კონცეფციის GOODVERTISING და ამავე სახელწოდების წიგნის ავტორი.

თუ ხართ მარკეტოლოგი, ხართ სარეკლამო ბიზნესში, სამოქალაქო ორგანიზაციას, მსხვილ ბიზნეს, ან მცირე საწარმოს წარმოადგენთ და გინდათ გაიგოთ მეტი CSR-ისა და კრეატიული კომუნიკაციის შესახებ ეწვიეთ თომას ქოლსთერის ლექციას 25 ნოემბერს, 10:30 საათზე, ფაბრიკაში.

საჯარო ლექციაზე იქნება განხილული შემდეგი თემები:

– როგორ იცვლება სარეკლამო და მედია სივრცე
-როგორ შეიცვალა მომხმარებლის ცნობიერება დროსთან ერთად

– როგორ და რატომ ვცხოვრობთ ჩვენ გამჭვირვალობის ეპოქაში

– რა არის ახალი მდგრადი პარადიგმები – რატომ და როგორ ვწყვეტთ რა ვჭამოთ, როგორ ჩავიცვათ ან როგორი ცხოვრების სტილი გვქონდეს

– რა არის ჩვენს დროში კომუნიკაციის გამოწვევა და რა შეიძლება იყოს ორგანიზაციის წარმატების მიზეზი, იქნება ის მსხვილი კომპანია, სამოქალაქო ორგანიზაცია თუ მცირე საწარმო.
როგორ იცვლება სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში და როგორ უნდა მოახდინოს ორგანიზაციამ სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

ფბ ივენთი :https://www.facebook.com/events/1306415272722671/

დატოვე კომენტარი