3-4 დეკემბერს თბილისში ქალი მეწარმეებისთვის კრეათონი გაიმართება

„მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი (ICPI)” და სოციალური საწარმო “გენერატორი 9.8“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელაებს პროექტს F-Creathon. პროექტის მიზანი მოკლე დროში ინოვაციური, კრეატიული იდეების, ბიზნეს მოდელებისა და პირველადი პროტოტიპების შემუშავების გზით, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, საქართველოს ბიზნეს სფეროში ქალთა ჩართულობის გაზრდაა. 48 საათის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ: იდეების მიხედვით დაიყონ გუნდებად, იმუშაონ კვალიფიციურ […]

14568074_1597499963887400_4741878123998753861_n
„მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი (ICPI)” და სოციალური საწარმო “გენერატორი 9.8“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელაებს პროექტს F-Creathon.

პროექტის მიზანი მოკლე დროში ინოვაციური, კრეატიული იდეების, ბიზნეს მოდელებისა და პირველადი პროტოტიპების შემუშავების გზით, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, საქართველოს ბიზნეს სფეროში ქალთა ჩართულობის გაზრდაა.

48 საათის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ:

იდეების მიხედვით დაიყონ გუნდებად, იმუშაონ კვალიფიციურ მენტორთან ერთად, რომელიც თავის გუნდს ბიზნეს იდეის სრულყოფაში დაეხმარება და, რაც მთავარია, მიიღონ რჩევები საქართველოს ბიზნეს სექტორში მოღვაწე წარმატებული ქალებისგან (კომპანიების დამფუძნებლები, ლიდერები ბიზნეს ინდუსტრიაში და სტარტაპ ინოვატორები).

კრეთონში მონაწილეობის მიღება შეუძლია, მდედრობითი სქესის მოტივირებულ და ინოვატორ ახალგაზრდებს, 18 წელს ზემოთ.
პროექტში დარეგისტრირება შესაძლებელი, როგორც ინდივიდებისთვის, ასევე უკვე შემდგარი გუნდებისათვის მიუხედავად იმისა გაქვთ, თუ არა ბიზნეს იდეა.

სააპლიკაციოი ფორმა: https://goo.gl/v8JE5U
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 ნოემბერი
საკონტაქტო ინფორმაცია: 593 36 76 01

დატოვე კომენტარი