ტელეგრაფის კურსების მაძიებელი – იპოვე მარტივად

დიდ ბრიტანეთში სწავლაზე მრავალი ახალგაზრდა ოცნებობს, იქ ხო ისეთი უნივერსიტეტებია, როგორიცაა: კემბრიჯი, ოქსფორდი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა და სხვ. ტელეგრაფის კურსების მაძიებელი დაგეხმარებათ შეარჩიოთ უნივერსიტეტი და თქვენთვის სასურველი კურსი დიდ ბრიტანეთში, გაძლევთ რა უნივერსიტეტებისა და მათ მიერ შემოთვაზებული კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. მთავარ გვერდზე ბრიტანეთის ათი საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალია. თუ საუკეთესო უნივერსიტეტების ფასები და გამსვლელი ქულები […]

დიდ ბრიტანეთში სწავლაზე მრავალი ახალგაზრდა ოცნებობს, იქ ხო ისეთი უნივერსიტეტებია, როგორიცაა: კემბრიჯი, ოქსფორდი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა და სხვ.

ტელეგრაფის კურსების მაძიებელი დაგეხმარებათ შეარჩიოთ უნივერსიტეტი და თქვენთვის სასურველი კურსი დიდ ბრიტანეთში, გაძლევთ რა უნივერსიტეტებისა და მათ მიერ შემოთვაზებული კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

მთავარ გვერდზე ბრიტანეთის ათი საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალია. თუ საუკეთესო უნივერსიტეტების ფასები და გამსვლელი ქულები თქვენთვის მიუღებელია, შეგიძლიათ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი მოხერხებული საძიებო სისტემის საშუალებით შეარჩიოთ, რომელიც მაძიებელს ინფორმაციის გაფილტრვის საშუალებას ლოკალიზაციის, უნივერსიტეტისა და კურსის მიხედვით  აძლევს.

გარდა ამისა, ძიების სხვა მექანიზმებიც არსებობს, როგორიცაა: კამპუსების,  ქულებისა და გარიცხვის დაბალი მაჩვენებლის მიხედვით ფილტრაცია.

ზემოხსენებული ხელსაწყოების გამოყენებით, ძალიან მარტივი და ინტუიტიური სისტემის საშუალებით თქვენთვის საინტერესო ველების არჩევის შემდეგ (დიდი ბრიტანეთის რუქაზე სასურველი რეგიონის, სასურველი უნივერსიტეტის ან კურსის მონიშვნა), საბოლოო გვერდზე გადავდივართ, სადაც სამიზნე უნივერსიტეტისა და სასურველი დარგის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია KIS-ის მონაცემებსა და HESA-ს სტატისტიკური ანალიზის მიერ მოწოდებულ რესურსებზე.

  • გამსვლელი ქულა;
  • ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა პროცენტებში;
  • სტუდენტების ჯამური რაოდენობა;
  • საშუალო ხარჯი, მოცემული ფუნტ სტერლინგებში;
  • ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ;
  • ბმულები კურსთან დაკავშირებით მოცემულ უნივერსიტეტში;
  • უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობრივი თანაფარდობა;
  • უნივერსიტეტის წლიური ღირებულება;
  • უნივერსიტეტის განკარგულებაში არსებული საძინებლების რაოდენობა;
  • გარიცხვების საშუალო პროცენტი;
  • სტუდენტების კმაყოფილება ზოგად და სხვადასხვა (ბიბლიოთეკა, აიტი, აღჭურვილობა) მომსახურებებზე;
  • ამავე გვერდზე იპოვნით მოცემულ უნივერსიტეტში ხელმისაწვდომი კურსების ჩამონათვალს.
ასევე არსებობს ტელეგრაფის კურსების მაძიებლის Android/IOS აპლიკაცია.
დატოვე კომენტარი