ვინ როგორ ხვდება ახალ წელს | მსოფლიოს უცნაური ტრადიციები

მექსიკა და ბოლივია მექსიკაში და ბოლივიაში ახალი წელი სასიამოვნო და სახალისოა, თუმცა არანაკლებ უცნაური, ახალ წელს ამ ორ ქვეყანაში ფერადი ტრუსებით ხვდებიან, მექსიკაში ვისაც სურს, რომ მომავალ წელს იპოვოს საბედო იცვამს წითელ ტრუსს, თუ სურს რომ უბრალოდ ბედნიერი წელი ჰქონდეს იცვამს ყვითელს, ბოლივიაში ტრადიცია ძალიან მსგავსია, თუმცა განსხვავება დროშია, ბოლივიელებს სჯერათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე […]

mantel-christmas-decor-selection-green-trimmed-pine-massive-christmas-light-glass-candle-holder-glass-ball-storage-mini-artificial-christmas-tree-motive-santa-socks-mantel-christmas-decorating-ideas

მექსიკა და ბოლივია

მექსიკაში და ბოლივიაში ახალი წელი სასიამოვნო და სახალისოა, თუმცა არანაკლებ უცნაური, ახალ წელს ამ ორ ქვეყანაში ფერადი ტრუსებით ხვდებიან, მექსიკაში ვისაც სურს, რომ მომავალ წელს იპოვოს საბედო იცვამს წითელ ტრუსს, თუ სურს რომ უბრალოდ ბედნიერი წელი ჰქონდეს იცვამს ყვითელს, ბოლივიაში ტრადიცია ძალიან მსგავსია, თუმცა განსხვავება დროშია, ბოლივიელებს სჯერათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე თუ სწრაფად გაიქცევიან და გამოიცვლიან თავიანთ ტრუსებს მით უკეთეს ახალი წელი ექნებათ.

ტაილანდი

მზიან და ცხელ ტაილანდში ახალი წელი უწევს აპრილში, როდესაც იქ ძალიან ცხელა და აქედან გამომდინარე ტაილანდელებმა მოიფიქრეს თავისი საახალწლო ტრადიცია, ისენი ყველა გამვლელს სახლიდან ან თუნდაც ქუჩიდან ასხამენ წყალს, ამიტომ ამ დროს ტაილანდში ვერავის ნახავთ მშრალს.ა.შ. ითვლება რომ წყალი არამარტო აგრილებს ადამიანს სიცხეში, არამედ ჩამორეცხავს ყველა იმ ცოდვას რომელიც ამ წელს ჩაიდინა და ახალ წელს შეხვდება სუფთა სინდისით.

 

ეკვადორი

ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია, როდესაც ვინმე თქვენ ფოტოს წვავს, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში აღნიშნული ფაქტი ნამდვილი დღესასწაულია, ადგილობრივები აგროვებენ სურათებს, რომლებზეც წინა წლის მოვლენები და ფაქტებია ასახული, აგროვებენ და წვავენ, ეს კი ძველთან და არასასიამოვნოსთან განშორების სიმბოლოა.

დანია
დანიაში ახალ წელს ჭურჭლის მტვრევით ეგებებიან. უფრო უცნაური კი ის არის, რომ დანიელები ჭიქებს და თეფშებს მეზობლის სახლის კარს ესვრიან. ოჯახისთვის,რომლის სახლის კართანაც ყველაზე მეტი დამტვრეული ჭურჭელი მოგროვდება, შემდეგი წელი ბედნიერი იქნება.

გერმანია და ავსტრია

ტრადიცია სახელად “ტყვიის ჩამოსხმა,” რომელსაც გერმანელებისა და ავსტრიელების რწმენით, წინასწარმეტყველების ფუნქცია აქვს. ისინი ტყვიის ნაჭერს ადნობენ და წყლით სავსე ჭურჭელში ასხამენ. შემდეგ კი იმის მიხედვით, თუ რა ფორმას მიიღებს უკვე გაციებული ტყვია, დაადგენენ თუ რა მოხდება შემდეგ წელს.

მათ სწამთ, რომ თუ ტყვიამ ბურთის ფორმა მიიღო, ეს ბედნიერ და კარგ მომავალ წელს პროგნოზირებს, თუ ტყვიამ ღუზა გამოსახა, ე.ი. მომავალ წელს ბევრი დახმარება დაგჭირდებათ და თუ შემთხვევით ტყვიისგან ჯვრის ფორმა გამოისახა, არც მეტი, არც ნაკლები, თქვენ სიკვდილი გელით…

ბელგია

ბელგიაში “პირველი დღის მაგიაა” გავრცელებული, ანუ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი ახალი წლის ღამეს, მსჯელობენ როგორი იქნება ეს წელი მათთვის. ისინი ცდილობენ, რომ ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი.

წყარო : news.ge

დატოვე კომენტარი