მოინახულეთ მუზეუმი, სახლიდან გაუსვლელად

აი, სანამდე მივიდა განვითარება: თუკი თქვენ მუზეუმში წასვლა არ შეგიძლიათ, მუზეუმი მოვა თქვენთან.  თუ თქვენ არ აპირებთ მსოფლიოს საუკეთესო დედაქალაქებში მოგზაურობას, შეგიძლიათ გადმოწეროთ მობილური აპლიკაცია და მიიღოთ ვირტუალური ტური დეტალური განმარტებებით. მათთვის კი, ვინც, მაგალითად,  უფიცის გალერეაში წასვლას აპირებს, ეს აპლიკაცია კარგი გიდი იქნება და აგრეთვე, ბილეთების წინასწარ დაჯავშნაში დაგეხმარებათ. Facts.ge–მ შეადგინა აპლიკაციების სია, რომელიც […]

აი, სანამდე მივიდა განვითარება: თუკი თქვენ მუზეუმში წასვლა არ შეგიძლიათ, მუზეუმი მოვა თქვენთან.  თუ თქვენ არ აპირებთ მსოფლიოს საუკეთესო დედაქალაქებში მოგზაურობას, შეგიძლიათ გადმოწეროთ მობილური აპლიკაცია და მიიღოთ ვირტუალური ტური დეტალური განმარტებებით.

მათთვის კი, ვინც, მაგალითად,  უფიცის გალერეაში წასვლას აპირებს, ეს აპლიკაცია კარგი გიდი იქნება და აგრეთვე, ბილეთების წინასწარ დაჯავშნაში დაგეხმარებათ.

Facts.ge–მ შეადგინა აპლიკაციების სია, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიკვლიოთ გზა ხელოვნების სამყაროში. გარდა ამისა, თითქმის ყველა მათგანი უფასოა.

ერმიტაჟი

4966755-R3L8T8D-650-111-1

აქ შეგიძლიათ შეინახოთ ყველა ფოტო, რომელიც მოგეწონებათ,გააგზავნოთ თვითერში ელექტრონული ბარათები, გაეცნოთ ღონისძიებებსა და გამოფენებს  და შექმნათ თქვენი საყვარელი ნამუშევრების კოლექცია.

  • ერმიტაჟის მუზეუმი iOS–ისთვის
  • ერმიტაჟის მუზეუმი Android–ისთვის

რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი

4966955-R3L8T8D-650-3

რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი – ერთ–ერთი უდიდესია მსოფლიოში. მისი კოლექცია მოიცავს ნახევარ მილიონზე მეტ ექსპონატს, რომელთა შორის წარმოდგენილია ყოველდღიური ნივთები, საარქივო მასალები, ნახატები, გრავიურები, ლიტოგრაფიები და დოკუმენტური ფოტოები, რომელიც XVIII საუკუნიდან მოყოლებული,ასახავს აღმოსავლეთ–ევროპის, ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, კავკასიისა და აზიის 150–ზე მეტი ხალხის ტრადიციულ კულტურას.

  • რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი iOS-ისთვის.

რუსული მუზეუმი

4966855-R3L8T8D-650-2

სამწუხაროდ, ეს არის მხოლოდ გზამკვლევი მუზეუმში. იმისათვის, რომ გამოიყენოთ აპლიკაცია,  აუცილებელია იმყოფებოდეთ მუზეუმში ან წაიკითხოთ QR-კოდი  მუზეუმის დაბეჭდილი კატალოგიდან. QR კოდი«Quick Response» «სწრაფი პასუხი»  წარმოადგენს ორგანზომილებიანშტრიხკოდს, რომელში  დაშიფრულ ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელია სწაფად მობილური ტელეფონის (სმარტონის) კამერით ან პლანშეტური კომპიუტერით. აპლიკაცია  აჩვენებს ინფორმაციას ექსპონატის შესახებ: ვიდეო, საინტერესო ისტორიები ნახატებზე და მათ ავტორებზე, მნიშვნელოვანი ბმულები.

  • რუსული მუზეუმი iOS–ისთვის
  • რუსული მუზეუმი Android–ისთვის

მომა

4967055-R3L8T8D-650-4

თქვენ შეძლებთ პირდაპირ სახლიდან მოინახულოთ ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Museum of Modern Art). აპლიკაციაში არის ინფორმაცია გამოფენებსა და კოლექციის ათასობით ნამუშევარზე.

  • მომა  iOS-ისთვის
  • მომა Android-ისთვის

გუგენჰაიმის მუზეუმი

4967305-R3L8T8D-650-5

აპლიკაცია შეიძლება გახდეს თქვენი მრავალენოვანი სამუზეუმო გზამკვლევი. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია მუზეუმში არსებული კოლექციის შესახებ, შეინახოთ და გააზიაროთ სოციალურ ქსელებში ის ნამუშევრები, რომლებიც განსაკუთრებით მოგეწონებათ და ასევე, შეიძინოთ ბილეთი წინასწარ, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია პოპულარული გამოფენებისთვის.

  • გუგენჰაიმის მუზეუმი iOS–ისთვის
  • გუგენჰაიმის მუზეუმი Android–ისთვის

ამერიკული მუზეუმი ბუნების ისტორიის შესახებ

4968355-R3L8T8D-650-6

ამ მუზეუმის კოლექციაში შედის 32 მილიონზე მეტი ექსპონატი, ამიტომაც მუზეუმს რამდენიმე აპლიკაცია აქვს.გარდა  Explorer–ისა, რომელიც არის მთავარი აპლიკაცია და იქნება თქვენი ვირტუალური  გზამკვლევი მუზეუმში, თქვენ,ასევე, შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია კოსმოსზე,დინოზავრებზე ან ძუძუმწოვრებზე.

  • ამერიკული მუზეუმი ბუნების ისტორიის შესახებ iOS–ისთვის

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი

4968805-R3L8T8D-650-7

მნახველთა რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფი, მსოფლიოს უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც შეიცავს ყველა ისტორიული პერიოდის კოლექციას. ეგვიპტე, საბერძნეთი, ევროპელი მხატვრები, აღმოსავლური კოლექციები, ამერიკული კულტურის გამოფენები.

  • მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი  iOS–ისთვის

  • მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი Android–ისთვის

პრადოს მუზეუმი

4970405-R3L8T8D-650-9

ევროპული სახვითი ხელოვნების ერთ–ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი მუზეუმი, რომელიც მდებარეობს მადრიდში (ესპანეთი). მუზეუმის კოლექციაში ინახება   ბოსხის, ველასკესის, გოიას, მურილიოს, სურბარანისა და ელ გრეკოს ერთ–ერთი ყველაზე სრულყოფილი კოლექციები.

  • დელ პრადოს მუზეუმი iOS–ისთვის
  • დელ პრადოს მუზეუმი Android– ისთვის

ლონდონის ეროვნული გალერეა

4969805-R3L8T8D-650-8

აპლიკაციის დახმარებით თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ ლეონარდოს, რენუარის, ბოტიჩელის, რემბრანტისა და სხვათა შედევრები.აქ არის მხატვრების, მწერლებისა და ექსპერტების კომენტარები, რაც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

  • ეროვნული გალერეა iOS–ისთვის ($2.99),
  • ეროვნული გალერეა Android–ისთვის (3 ლარამდე).

 

უფიცის გალერეა

screen568x568-12

უფიცის გალერეა– იტალიისა და მსოფლიოს  ერთ–ერთი უძველესი მუზეუმი. ჯოტო, ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, მიქელანჯელო, კარავაჯო, ტიციანი და სხვები.

  • უფიცის გალერეა  iOS–ისთვის
  • უფიცის გალერეა  Android–ისთვის

ლონდონის დიზაინის მუზეუმი

screen480x480-8

screen480x480-9

iPad-აპლიკაციაში არის 59 ობიექტი ლონდონის დიზაინის მუზეუმიდან– ეს არის  სამრეწველო დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითები, რომლებიც შეიქმნა გასული საუკუნის განმავლობაში. აქ არის დამატებითი ინფორმაცია, ვიდეო და ბმულები.

  • დიზაინის მუზეუმი  iOS–ისთვის.

პატარა რესურსი მათთვის, ვისაც სსურს მუზეუმების მონახულება კომპიუტერის მეშვეობით

წყარო: facts.ge

დატოვე კომენტარი