როგორ ვისწავლოთ გერმანიაში – ქართველი სტუდენტის რჩევები

როგორ ვისწავლოთ გერმანიაში გერმანიის უნივერსიტეტში სწავლა ბევრი ახალგაზრდის ოცნებაა. მათ აქვთ კითხვები და აინტერესებთ თუ როგორ ხდება გერმანიის უნივერსიტეტებში მიღება. ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება ქეთი გოგუაძე, რომელიც გახლავთ უნიჰამბურგის პირველ კურსელი. ქეთი ახლა კულტურის ანთროპოლოგიას შეისწავლის. ქეთი, რას უნდა მიაქციოს ყურადღება სტუდენტმა, რომელსაც სურს ჰამბურგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება? რა მოთხოვნები აქვს უნივერსიტეტს? უპირველეს ყოვლისა […]

როგორ ვისწავლოთ გერმანიაში

გერმანიის უნივერსიტეტში სწავლა ბევრი ახალგაზრდის ოცნებაა. მათ აქვთ კითხვები და აინტერესებთ თუ როგორ ხდება გერმანიის უნივერსიტეტებში მიღება. ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება ქეთი გოგუაძე, რომელიც გახლავთ უნიჰამბურგის პირველ კურსელი. ქეთი ახლა კულტურის ანთროპოლოგიას შეისწავლის.

  • ქეთი, რას უნდა მიაქციოს ყურადღება სტუდენტმა, რომელსაც სურს ჰამბურგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება? რა მოთხოვნები აქვს უნივერსიტეტს?
  • უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ენის სერთიფიკატი, რომლის გარეშე სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებ. ასევე,  უნივერსიტეტის მოთხოვნებს უნდა გაეცნო წინასწარ, რადგან ზოგადად ყველა უნივერსიტეტს აქვს თავისი მოთხოვნა.



  • რა საბუთებია საჭირო უნიჰამბურგის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად?
  • უპირველეს ყოვლისა, პირადი საბუთების გადათარგმნაა საჭირო, აღიარება, რომელსაც ნოტარიუსი დაამოწმებს, რაშიც იხდი თანხას. შემდეგ  დამოწმებულ საბუთებს ვაბარებთ უნიჰამბურგში, საიდანაც პასუხი მოდის დაახლოებით ერთ თვეში.  გასათვალისწინებელია აღიარებულია თუ არა ეს საბუთები უნივერსიტეტის მიერ და გაქვს თუ არა უფლება ისწავლო გერმანიაში.  ითვლიან  სკოლისა და უნივერსიტეტის ქულებს, რის მიხედვითაც გამოჰყავთ შესაბამისი ქულა, თუ ეს ქულა დამაკმაყოფილებელია შემდეგ რეგისტრირდები უნიჰამბურგის საიტზე, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ავსებ კითხვარს და ამ კითხვარის მიხედვით მოდის პასუხი.  ჩემს შემთხვევაში მოვიდა დადებითი პასუხი და ასევე,  მივიღე  მიწვევა პირველ კურსელთა გაცნობის საღამოზე.
  • როდის აცხადებს უნივერსიტეტი მიღებას?
  • ძირითადად, გერმანიაში წელიწადში ორჯერ  შეგიძლია  უნივერსიტეტში განაცხადი გააკეთო. ორი სემესტრია . ერთი  ზაფხულისაა, მეორე ზამთრის. თუ ბაკალავრს იწყებ და არის პირველი წელი, მაგ შემთხვევაში ძირითადად მიღება ხდება ზამთრის სემესტრში. უნიჰამბურგის მაგალითზე  ზამთრის სემესტრი იწყება ყოველთვის  პირველ ოქტომერს და როდესაც მაგალითად, ამისათვის გინდა განაცხადის გაკეთება საჭიროა მაისში უკვე  uni-assist_ში შენი საბუთები გააგზავნო და სანამ გააგზავნი უნდა გქონდეს შენი უნივერსიტეტის ნიშნები, თუ გაქვს დამთავრებული საქართველოში და სკოლის ნიშნები ბოლო სამი ან ორი წელი გადათარგმნილი გერმანულად და გერმანელი  ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. ამას აგზავნი  uni-assist_ში და uni-assist_ს აქვს თავისი ფორმულარი, რომელიც უნდა შეავსო რაშიც იხდი70 ევროს რომ, ნოტარიუსმა დაგიმოწმოს საბუთები. პასუხები მოგივა  დაახლოებით ერთ თვეში.
  • რა ღირს გერმანიაში სწავლა და რამდენად შესაძლებელია სწავლასთან ერთად მუშაობა?
  • ძირითადად სემესტრში 310 ევროა გადასახდელი და აუცილებელია ასევე სტუდენტური დაზღვევა, რომელიც მინიმუმ 90 ევრო ღირს თვეში.
  • რა არის საჭირო იმისთვის რომ ვიზა გაიგრძელო როგორც სტუდენტმა?
  • ანგარიშზე უნდა გქოდნეს 8000 ათასი ევრო.
  • რას ურჩევდი მათ ვისაც სწავალის გაგრძელება გერმანიაში სურს?
  • უპირველეს ყოვლისა მინდა ყურადღება გავამახვილო ენის ცოდნაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ენას ფლობდე სრულყოფილად. გარდა ამისა აუცილებელია მოაწესრიგოთ საბუთები და ასევე, აუციელბელია პირად ანგარიშზე გერიცხებოდეს  8000 ათასი ევრო.
დატოვე კომენტარი