საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მხატვრების შესახებ (ნაწილი I)

საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მხატვრების შესახებ. ცნობილ მხატვრებზე შესაძლებელია აურაცხელი ინფორმაციის მოპოვება- როგორ ცხოვრობდნენ, როგორ ქმნიდნენ უკვდავ ნამუშევრებს. ბევრი არ უფიქრდება მათი ხასიათის თავისებურებებსა და ცხოვრების წესს. არადა, ზოგი ფაქტი მათი ბიოგრაფიიდან ან რომელიმე ნახატის შექმნის ისტორია ძალზე საყურადღებოა. პაბლო პიკასო კარგი მხატვრები ასლს ქმნიან, დიადები – იპარავენ. როცა პაბლო პიკასო დაიბადა, ის მკვდრად ჩათვალეს. ბავშვი […]

საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მხატვრების შესახებ.

ცნობილ მხატვრებზე შესაძლებელია აურაცხელი ინფორმაციის მოპოვება- როგორ ცხოვრობდნენ, როგორ ქმნიდნენ უკვდავ ნამუშევრებს.

ბევრი არ უფიქრდება მათი ხასიათის თავისებურებებსა და ცხოვრების წესს. არადა, ზოგი ფაქტი მათი ბიოგრაფიიდან ან რომელიმე ნახატის შექმნის ისტორია ძალზე საყურადღებოა.

პაბლო პიკასო

კარგი მხატვრები ასლს ქმნიან, დიადები – იპარავენ.

012015030400480200

  • როცა პაბლო პიკასო დაიბადა, ის მკვდრად ჩათვალეს. ბავშვი ბიძამ გადაარჩინა, რომელმაც სიგარეტის კვამლი შეაბოლა სახეში. ამის შემდეგ პაბლომ ტირილი დაიწყო. შეიძლება ითქვას, ის მოწევამ გადაარჩინა.
  • პაბლო აშკარად მხატვარი იყო დაბადებიდანვე, მისი პირველი სიტყვა იყო piz, რაც ფანქარს ნიშნავს.
  • თავისი ცხოვრების ადრეულ წლებში პიკასოს ისე უჭირდა, რომ იძულებული იყო შეშის მაგივრად საკუთარი ნახატებით დაენთო ცეცხლი.
  • ის ატარებდა გრძელ ტანსაცმელსა და თმას, რაც მაშინ უცხო იყო.
  • პიკასოს მთლიანი სახელი შედგება 23 სიტყვისგან: პაბლო-დიეგო-ხოსე-ფრანცისკო-დე-პაულა-ხუან-ნეპომუსენო-მარია-დე-ლოს-რემედიოს-კიპრიანო-დე-ლა-სანტისიმა-ტრინიდად-მარტინ-პატრისიო-კლიტო-რუიზ-ი-პიკასო.

 

ვინსენტ ვან გოგი

არ გეშინოდეს შეცდომების. ბევრი ფიქრობს, რომ გახდება კარგი, თუ არ გააკეთებს არაფერს ცუდს.

02unnamed

  • ყვითელი ფერისა და ჩრდილების სიხშირეს მის შემოქმედებაში ხსნიან დიდი რეოდენობით ეპილეფსიის წამლების მიღებით, რომელიც გამოიწვია აბსენტის ზედმეტი ოდენობით მიღებამ.
  • თავისი სიცოცხლის მანძილზე ვან გოგი იმყოფებოდა არაერთ საავადმყოფოში ფსიქოზისა და შიზოფრენიის დიაგნოზით. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი “ვარსკვლავიანი ღამე” დაიწერა 1889 წელს ქალაქ სენ-რემის საავადმყოფოში.
  • სიცოცხლე 37 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა ტყვიით მუცელში. ის ფერმის ეზოში იმალებოდა.
  • მთელი ცხოვრება დაბალი თვითშეფასება აწუხებდა. სანამ ცოცხალი იყო მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა –  Red Vineyard at Arles. აღიარება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოიპოვა.
  • ვან გოგმა მოიჭრა არა მთლიანი ყური, არამედ მისი ნაწილი, რაც პრაქტიკულად უმტკივნეულოა. არადა, დღეს გავრცელებული ლეგენდაა, თითქოს მან მთლიანი ყური მოიჭრა. ეს ლეგენდა იმდენად ცნობილია, რომ საკუთარი ხელით ოპერაციის გაკეთების სურვილს “ვან გოგის სინდრომი” შეარქვეს.

 

წყარო: Facts.ge

დატოვე კომენტარი