ინგლისურის უფასო კურსი – მოემზადე IELTS-ის გამოცდისათვის

6-კვირიანი ონლაინ კურსი რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის, ვინც ფიქობს IELTS ტესტის ჩაბარებას. თუმცა, კურსის ფარგლებში შემოთავაზებული რჩევები ინგლისური ენის ყველა შემსწავლელისთვის იქნება სასარგებლო. კურსი ორიენტირებულია IELTS ტესტზე (ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტირების სისტემა). IELTS მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ინგლისური ენის ტესტია უმაღლესი განათლების მიღებისა და გლობალური მიგრაციისათვის. IELTS სერტიფიკატს 9,000 -ზე მეტი ორგანიზაცია იღებს მთელ მსოფლიოში. მათ შორის […]

6-კვირიანი ონლაინ კურსი რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის, ვინც ფიქობს IELTS ტესტის ჩაბარებას. თუმცა, კურსის ფარგლებში შემოთავაზებული რჩევები ინგლისური ენის ყველა შემსწავლელისთვის იქნება სასარგებლო.

კურსი ორიენტირებულია IELTS ტესტზე (ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტირების სისტემა). IELTS მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ინგლისური ენის ტესტია უმაღლესი განათლების მიღებისა და გლობალური მიგრაციისათვის. IELTS სერტიფიკატს 9,000 -ზე მეტი ორგანიზაცია იღებს მთელ მსოფლიოში. მათ შორის უნივერსიტეტები, დამსაქმებლები, იმიგრაციისა და პროფესიული ორგანოები. გასული წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩააბარა IELTS ტესტი.

კურსი მოიცავს IELTS ტესტის ოთხივე კომპონენტს — კითხვის, წერის, საუბრისა და მოსმენის უნარებს. ვიდეო მასწავლებლისა და IELTS ტესტის გამოცდილი პედაგოგების ჯგუფისაგან მიიღებთ რჩევას თითოეული საფეხურის შესახებ. თქვენ ასევე მოგეთხოვებათ სხვა სტუდენტებისათვის საკუთარი გამოცდილების, რჩევებისა და აზრების გაზიარება.

კურსის დასასრულს, თქვენ:

  • გექნებათ ინფორმაცია IELTS ტესტის ყველა ნაწილის შესახებ
  • მიიღებთ IELTS ტესტის მიზნების მისაღწევად საჭირო რჩევებს
  • გეცოდინებათ თუ როგორ ფასდება IELTS ტესტი
  • გექნებათ შესაძლებლობა, რომ სხვა სტუდენტებმა შეაფასონ თქვენი წერისა და საუბრის უნარები ინგლისურ ენაზე.

ბრიტანეთის საბჭოს აქვს  ინგლისური ენის სწავლების, შეფასებისა და IELTS ტესტით უზრუნველყოფის 80 წელზე ხანგრძლივი გამოცდილება 100-ზე მეტი ქვეყანის მასშტაბით. კურსი საკმაოდ მრავალფეროვანია და ამავე დროს, ძალიან მოქნილი. ის დაიკავებს თქვენი დროის მხოლოდ 2 საათს კვირის განმავლობაში. ასე რომ, შეძლებთ იმეცადინოთ თქვენთვის შესაფერის და სასურველ ნებისმიერ დროს.

დარეგისტრირდი უფასო ინგლისურის კურსზე

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.