„მე არ მინდა ყვავილები, მე მომავალი მინდა“

2017 წლის 10 თებერვალს გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახალი კამპანია წამოიწყო სახელწოდებით „ვალენტინობის დღეს მე არ მინდა ყვავილები,მე მომავალი მინდა“ . ამ კამპანიით  UNEFA ადრეულ ქორწინებას ებრძვის და სხვებსაც მოუწუდებს სოციალურ მოძრაობას შეუერთდეს .იმისათვის რომ კამპანიას შეუერთდეთ საჭიროა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს , სოციალურ ქსელში ჰეშთეგი  –  #IDONT  დაწეროთ გაეროს მოსახლეობის ფონდი საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებთან თანამშრომლობს […]

2017 წლის 10 თებერვალს გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახალი კამპანია წამოიწყო სახელწოდებით „ვალენტინობის დღეს მე არ მინდა ყვავილები,მე მომავალი მინდა“ .

ამ კამპანიით  UNEFA ადრეულ ქორწინებას ებრძვის და სხვებსაც მოუწუდებს სოციალურ მოძრაობას შეუერთდეს .იმისათვის რომ კამპანიას შეუერთდეთ საჭიროა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს , სოციალურ ქსელში ჰეშთეგი  –  #IDONT  დაწეროთ

გაეროს მოსახლეობის ფონდი საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებთან თანამშრომლობს რათა უფრო მეტად ამაღლდეს ცნობიერება ბავშვთა ადრეულ ქორწინებაზე.იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება არაფერს მოიმოქმედებს 5 წლის განმავლობაში ბავშვ პატარძალთა რიცხვი 70 მილიონამდე გაიზრდება.

ზოგიერთ ქვეყნებში გოგონებს არჩევნის უფლებაც  არ აქვთ, როდის გათხოვდნენ ან ვისზე.ისინი იძულებულები არიან დატოვონ სკოლა მაშინაც კი როცა არც ფიზიკურად და არც  ემოციურად მზად არ არიან.

„მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ,როდესაც დავინიშნე.მომიწია იმ ოჯახთან ცხოვრება,ვისაც არც კი შევხვედრილვარ. ჩემი მშობლებისათვის არ მითქვამს ,მაგრამ ძალიან შეშინებული ვარ“

ვინსენტ ტრემოსი სწორედ ის ფოტოგრაფია,რომელმაც ერაყელი და ინდოელი გოგონები ერთი კამპანიის ქვეშ გააერთიანა „ერთ დღეს მე ვიქნები“

1
ჰება, 11 წლის.ოცნებობს რომ გახდეს არქიტექტორი
სირიანა, 18 წლის ნეპალიდან. მან ადრეული ქორწინების გამო მეგობარი დაკარგა,როდესაც ფეხმძიმობას გადაყვა.
სირიანა, 18 წლის ნეპალიდან. მან ადრეული ქორწინების გამო მეგობარი დაკარგა,როდესაც ფეხმძიმობას გადაჰყვა.
მაია 14 წლის,ნეპალიდან „გოგონები არიან იძულებულები გათხოვდნენ 12 და 13 წლის ასაკში და არა ბიჭები“ ოცნებობს რომ ჰქონდეს საკუთარი მაღაზია
მაია 14 წლის,ნეპალიდან
„გოგონები არიან იძულებულები გათხოვდნენ 12 და 13 წლის ასაკში და არა ბიჭები“
ოცნებობს რომ ჰქონდეს საკუთარი მაღაზია
ჰალაზი, 14 წლის. სირიელი ლტოლვილი „ვაპირებ რომ ადვოკატი ვიყო. ადმიანთა უფლებების დამცველი.უფასოდ ვიმუშავებ ყველა იმ ადამიანისათვის ვისაც ომისა და კონფლიქტის დროს პრობელმა ექნება“
ჰალაზი, 14 წლის. სირიელი ლტოლვილი „ვაპირებ რომ ადვოკატი ვიყო. ადმიანთა უფლებების დამცველი.უფასოდ ვიმუშავებ ყველა იმ ადამიანისათვის ვისაც ომისა და კონფლიქტის დროს პრობელმა ექნება“
მალაქი 11 წლის ოცნებობს რომ ერთ დღეს ჰქონდეს საკუთარი შოკოლადის მწარმოებელი ქარხანა
მალაქი 11 წლის ოცნებობს რომ ერთ დღეს ჰქონდეს საკუთარი შოკოლადის მწარმოებელი ქარხანა

 

 

წყარო : http://www.unfpa.org/FutureNotFlowers

დატოვე კომენტარი