ლტოლვილთა დღიურები | ბავშვები ომის დროს

ლტოლვილთა ბანაკებმა  ბევრი ადამიანისათვის შეცვალა ცხოვრება. ერთ-ერთი ასეთი გოგონა,  16 წლის ფატიმაა, რომელიც ამჟამად იორდანიის ბანაკში ცხოვრობს .   „უკანასკნელი რაც სირიიდან მახსოვს ეს სწავლის ბოლო დღეა, რომელიც ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მე ერთ-ერთ ამბიციურ მოსწავლედ ვითვლებოდი კლასში, რომელსაც უმაღლესი შეფასება ჰქონდა. სწავლის დამთავრებამდე დაახლოებით ორი კვირა იყო დარჩენეილი როდესაც მამაჩემმა მითხრა რომ […]

ლტოლვილთა ბანაკებმა  ბევრი ადამიანისათვის შეცვალა ცხოვრება. ერთ-ერთი ასეთი გოგონა,  16 წლის ფატიმაა, რომელიც ამჟამად იორდანიის ბანაკში ცხოვრობს .

 

„უკანასკნელი რაც სირიიდან მახსოვს ეს სწავლის ბოლო დღეა, რომელიც ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მე ერთ-ერთ ამბიციურ მოსწავლედ ვითვლებოდი კლასში, რომელსაც უმაღლესი შეფასება ჰქონდა. სწავლის დამთავრებამდე დაახლოებით ორი კვირა იყო დარჩენეილი როდესაც მამაჩემმა მითხრა რომ ჩემს ორ ძმასთან ერთად იორდანიაში უნდა წავსულიყავით. ის მიხსნიდა რომ ეს ჩვენი უსაფრთხოებისათვის იყო. სირიაში ხალხს ხოცავდენენ და ჩვენც საფრთხე გვემუქრებოდა ,მაგრამ მე ვუყვიროდი, არ  მადარდება ჩემი უსაფრთხოება, ეს ჩემს მშობლებსაც ვუთხარი. სხვაგან წასვლას ჩემს ქვეყანაში დარჩენა მერჩივნა, თუნდაც აფეთქებების “I want to write about child marriage. Some of my friends, who are as old as I am, married in Zaatari or Azraq. I told them that they should continue to go to school, that they are too young to get married. But they did not listen. I wish that other girls read what I write and think twice about their choices.” ©Johanna Mitscherlich/CAREშუაგულში.თუმცა, ბოლოს მაინც დავნებდი.ვიცოდი ,რომ თუ ჩემს ოჯახს სირიაში დარჩენას ვაიძულებდი, არასდროს ვაპატიებდი თავს მათ რომ რაიმე მოსვლოდათ. იორდაინიის შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან ვიცოდი და შეშინებული ვიყავი.

შემდეგ დღეს კლასში ვიჯექი, მასწავლებელი საუბრობდა და მე არაფერი მესმოდა,თითქოს უცხო ენაზე ლაპარაკობდა. მისი ხმა შორეულ ექოსავით მესმოდა. თითქოს ვერც ვლაპარაკობდი .საკუთარ თავს ახალი ცხოვრებისთვის ვამზადებდი. არ შემეძლო მასწავლებლისთვის და ჩემი მეგობრებისათვის მეთქვა რომ უკან აღარ დავუბრუნდებოდი ჩემს მერხს. მშობლემა გამაფრთხილეს რომ არავისთვის მეთქვა ჩვენი გეგმების შესახებ,რადგან შეიძლება ვინმეს გავეჩერებინეთ. მე ერთ-ერთი იმ ოც სტუდენთაგანი ვიყავი რომელიც კლასში აღარ დაბრუნებულა

შემდეგ დღეს საზღვარი გადავკვეთეთ . დაბნელებას ვუცდიდით და ორი საათი ვიარეთ სანამ იორდანიის საზღვართან  არ მიგვიყვანეს ხალხმა,ვისაც მამამ ფული  გადაუხადა.

ბანაკში რომ ჩავედით იქაც გავაგრძელე სწავლა.პირველ დღეს ალიასთან ერთად ვიჯექი.ალია ლამაზი, ჭკვიანი და მხიარული გოგო იყო. მალე დავმეგობრდით.

რამდენიმე კვირის შემდეგ ალიამ მითხრა რომ გათხოვებას აპირებდა. მიყვებოდა რომ ქორწილის დღეს ლამაზ კაბას ჩაიცმევდა და მისი ქმარიც ყველანაერ  ტანსაცმელს უყიდიდა რაც მოესურვებოდა.  ის ოცნებობდა რომ ისე ეცხოვრა,როგორც დიდს…

ახლაც გაბრაზებული ვარ როდესაც ალიაზე ვლაპარაკობ. თან მეცოდება კიდეც. ვცდილობდი დამერწმუნებინა,რომ ჯერ სკოლა დაემთავრებინა „ გოგოები ჩვენს ასკში სკოლის ფორმებს უნდა ატარებდნენ,კი არ უნდა თხოვდებოდნენ“ არაფერი შეედრება სწვლას,ყველაფერი რაზეც ოცნებობ შეიძლება აგიხდეს და შენთვითონ იყოდო ყველა ფეხსაცმელი ,მაგრამ ალია არ მისმენდა.რამდენიმე კვირის შემდეგ გათხოვდა.ის მხოლოდ 15 წლის იყო და ჩემი მეგობარი მას შემდეგ აღარ მინახავს.

რამდენადაც იმედგაცრუებული ვიყავი, იმდენად მიზანდასახული გავხდი . მას შემდეგ რაც ალია დავკარგე გადავწყივტე მებრძოლა ადრეული ქორწინების წინააღმდეგ. მინდა ვისწავლო და ჟურნალისტი გავხდე , მინდა რომ ბავშვ პატრძლებზე ვწერდე და მათთვის ვწერდე .

მინდა ვუთხრა მათ  რომ ადრე გათხოვება ნიშნავს  ოცნებებზე უარის თქმას, მომავლის მრავალი  კარის დახურვას. გოგონებს არ ექნებათ დრო რომ სკოლაში იარონ,  მოუწევთ სახლის დალაგება ,საჭმლის მოზადება….როდესაც დაფეხმძიმდებიან მათ ჯანმრთელობასაც გაიუარსებენ.

ბოლო წლებში ბანაკში ბევრ გოგოს ვესაუბრები ამ თემაზე, ჩემზე უფროსებსაც და ჩემხელებსაც. ბევრს ვაიძულე კიდეც რომ მოეცადა,მაგრამ ზოგი კლასიდან მიდიოდა და აღარ ბრუნდებოდა. ხშირად მათ მშობლებს მხოლოდ იმიტომ უნდოდათ ბავშვების ქორწინება რომ საკმარისი თანხა არ გააჩნდათ მათ გამოსაკვებად. ზოგი კი თვლიდა რომ ლტოლვილთა ბანაკში,ისედაც არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგონები ისწავლიდნენ თუ არა,რადგან მათ მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მე მესმის მათი მიზეზები,მაგრამ არ მინდა გავუგო მათ. ჩემი ცხოვრებაც საშინელებად იქცა  მას შემდეგ რაც სირია დავტოვეთ. მახსოვს როდესაც სახლიდან წამოსვლა დავაპირეთ, ჩემს ნივთებს ვაგროვებდი მაგრამ მამა შემოვიდა და მითხრა რომ ყველაფერი რაც დამჭირდებოდა ბანაკში იქნებოდ“რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში,ერთადერთი რასაც ვერ წაგართმევენ ის არის რაც შენს თავშია’

ბანაკის ათასობით პატარა სახლებში ,სადაც მეც რამდენიმე თვის წინ გადავედი , ხალხს სძინავს და ოცნებობს მომავალზე,სირიაზე. საზოგადოებამ რომელშიც გოგონები ცხოვრობენ ადრეული ქორწინება მისაღებად ჩათვალეს თითქოს ეს მათ ცხოვრებას გაუუმოჯბესებს. სინამდვილეში გოგონებს თავად უნდა ჰქონდეთ არჩევნის საშუალება თვითონ გადაწყვიტონ რა არის მათთვის უმჯობესი და რა-არა

ყველა საზოგადოებაში გოგოებს,ქალებს განსაკუთრებული მნიშვნელოიბა აქვთ. ისინი ხდებიან დედები და მათ უნდა გადასცენ საკუთარი ცოდნა გოგონებსა და ბიჭებს .ყველაზე დიდი ინვესტიცია ადამინის  განთელებაშია. იორდაიაში რომ მოვდიოდი ვფიქრობდი რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა, სინამდვილეში კი რაღაც ახალი დაიწყო. ჩემი ცხოვრების პირველი ცვლილება ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლამ და სირიელი გოგონების განათლების უფლებამ განაპირობა.

დატოვე კომენტარი