როგორ ვაწარმოოთ პირადი დღიური – კანარიოს რჩევები

Bullet Journal ბევრისთვის უცხო ხილია. რაც ჩემი ერთგული „მდივანი“ გახდა, ხალხის მხრიდან ჩემი მისამართით სხვადასხვა მოსაზრებამ მოიყარა თავი: „აუ, ნეტა შენ, რა“; „არ გეზარება ხოლმეე?“, „მოცლილი ხარ, ვიღაცა ხარ…“ – არადა, მოცლილი ზუსტად მაშინ ვიყავი, როცა ეს არ მქონდა. არ ვიცოდი დანამდვილებით, როდის რა გამეკეთებინა. რამდენჯერ დავიწყე დიეტა და ვარჯიში და რამდენჯერ ჩავიქნიე ხელი, მხოლოდ […]

Bullet Journal ბევრისთვის უცხო ხილია. რაც ჩემი ერთგული „მდივანი“ გახდა, ხალხის მხრიდან ჩემი მისამართით სხვადასხვა მოსაზრებამ მოიყარა თავი: „აუ, ნეტა შენ, რა“; „არ გეზარება ხოლმეე?“, „მოცლილი ხარ, ვიღაცა ხარ…“ – არადა, მოცლილი ზუსტად მაშინ ვიყავი, როცა ეს არ მქონდა. არ ვიცოდი დანამდვილებით, როდის რა გამეკეთებინა. რამდენჯერ დავიწყე დიეტა და ვარჯიში და რამდენჯერ ჩავიქნიე ხელი, მხოლოდ იმის გამო, რომ ყოველდღიური მოტივაცია არ გამაჩნდა და სურვილების ყოველდღე მიზნობრივად დაგეგმვა არ შემეძლო.

KDSCF0743

ჩემი Bullet <3

არადა, უცხო ამაში არაფერია. ვიღებთ ბლოკნოტს. წინასწარ ვსაზღვრავთ, რომ, ისედაც, გულმავიწყებს ყველაფრის ჩანიშვნა გვჭირდება. არეულ და არაორგანიზებულ ბლოკნოტში ყველაფერი გვეკარგება ხოლმე. ხშირად გამიტარებია დრო ფურცვლაში, რომ ვერ გამიხსენებია, რომელ გვერდზე მეწერა საჭირო ინფორმაცია. უფრო მეტი დრო იკარგება, ვიდრე 2 საათის გამოყოფა ფურცლების გადახარისხებისათის, გაფერადებით – ნერვები გიმშვიდდება, ორგანიზებულობის უფრო დიდი უნარი გიმუშავდება და ბოლოს – მოტივაცია, ყოველდღიური მოტივაციის გაჩენა საკუთარი თავისთვის უზომოდ სასიამოვნო პროცესი ყოფილა.

ჩემი „ბალეთი“ ოთხ ძირითად ნაწილად იყოფა: ჯანმრთელობა, ინტერესები, ორგანიზება, თანხები.
ჯანმრთელობის ბლოკში მოცემული მაქვს, რა უნდა ვჭამო დღის განმავლობაში, 2 ლიტრი წყალი როგორი ინტენსივობით ვსვა, როგორ და რამდენი ვივარჯიშო. გარდა ამისა, ყოველდღე აღვრიცხავ, რამდენს ვივარჯიშებ და როგორი შედეგი მექნება. ამასთანავე, აღრიცხული მაქვს, რომელ დღეს როგორ ხასიათზე ვარ და რამდენ ხანს მძინავს დღე-ღამეში საშუალოდ.

ინტერესებში ახალს არც არაფერს ვიტყვი – წიგნებისა და ფილმების, ბლოგზე წერისთვის საკუთარი თავის გამოწვევის მეტი არაფერი წერია. ამ მხრივ კი ყველა კარგად მიცნობთ.

ორგანიზება ყოველთვის მიყვარდა, ახლა კი მაქვს ბედნიერება მთელი თვე, მთელი კვირა და დღეები დავგეგმო. გავწერო, როდის რას ვაკეთებ. რას ვსწავლობ. ვისთვის რა მაქვს გადასაგზავნი. ვისთან მაქვს დასარეკი. რა მაქვს სათქმელი და ა.შ. ბლოკნოტში, ძირითადად, სამი ტიპის დამგეგმავი მაქვს გამოყენებული: დღიური, კვირისა და თვის. თითოეულ მათგანს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, იმიტომ, რომ თვის ბოლოს კონკრეტული მიზნები (Goals) უნდა მოვნიშნო – შესრულებულად.

KDSCF0750

სარჩევი

KDSCF0757

ბლოკნოტის ხერხემალი

KDSCF0758

სურვილების სია

KDSCF0773

ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი დეტალები 😀

KDSCF0774

დავალებების გასაღებები

KDSCF0761

^_^

KDSCF0763

ჩვევა-ქცევის კალენდარი

123

კვირის ბლოგ-ჩელენჯი

1234

ფიზიკური სავარჯიშოები

KDSCF0772

კვირის ჰამბურგერი და წყლის ბალანსი

KDSCF0775

ფილმები & წიგნები

KDSCF0776

ძილის დროა!

kanario.ge

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.