გაიცანით ხატია ჯოხარიძე – გურამ შეროზიას რუბრიკა – “საინტერესო ადამიანები”

დღეიდან Edulab.Ge-ზე წარმოგიდგენთ გურამ შეროზიას ახალ რუბრიკას “საინტერესო ადამიანები”. გაიცანით ხატია ჯოხარიძე❗ ხატია 18 წლის ასაკში დაქორწინდა, მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ გვიანი იყო. გარემო და სტერეოტიპები ასე მარტივად არ პატიობენ შეცდომებს. მძიმე პერიოდი ჰქონდა: ჩააბარა უნივერსიტეტში, სწავლობდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მუშაობდა, ზრდიდა ბავშვს და თავადაც იზრდებოდა. ➡ მიუხედავად არც ისე კომფორტული ცხოვრებისა, მაინც […]

დღეიდან Edulab.Ge-ზე წარმოგიდგენთ გურამ შეროზიას ახალ რუბრიკას “საინტერესო ადამიანები”.

17796411_1308650852551545_2603177158996759938_n

გაიცანით ხატია ჯოხარიძე

ხატია 18 წლის ასაკში დაქორწინდა, მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ გვიანი იყო. გარემო და სტერეოტიპები ასე მარტივად არ პატიობენ შეცდომებს.

მძიმე პერიოდი ჰქონდა: ჩააბარა უნივერსიტეტში, სწავლობდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მუშაობდა, ზრდიდა ბავშვს და თავადაც იზრდებოდა.

მიუხედავად არც ისე კომფორტული ცხოვრებისა, მაინც იცლიდა ცეკვისთვის, თამაშობდა თეატრალურ სარდაფში, ხატავდა, წერდა ჩანახატებს.
მონდომებამ შედეგიც გამოიღო: ამჟამად აქვს სამსახურიც, პალალელურად არის ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა კლუბის წევრი, დაამთავრა მაგისტრატურაც წარმატებით, არსებული სამი ენის გარდა ეუფლება თურქულს და ესპანურ ენებს, მოგზაურობს აქტიურად და ცხოვრებით კმაყოფილია.
ზაფხულში ავტომანქანის ყიდვას გეგმავს;
ითამაშა ავსტრიელ რეჟისორთან ბრეხტის პიესაში გერმანულ ენაზე, მუშაობდა სკოლაში, ბაღში, არასამთავროებში – ფსიქოლოგის პოზიციაზე;
საზოგადოების აგრესია, რომელიც ხშირად დასდევს „განათხოვარ“ ქალებს, რომლებსაც „ვინ შეხედავს სერიოზულად“, „რომელ დედას უნდა თავისი შვილისთვის შვილიანი ქალი“ და სხვა მსგავსი მარაზმები – უკვე იმდენად აღარ სტრესავს…

🔆 p.s. მანამ, სანამ მის განქორწინებულობაზე „დარდში“ დროდაკარგული ქალები „სახტად დარჩნენ“, ხატია აგერ უკვე მეორედ ქორწინდება, თან არც მეტი, არც ნაკლები – ყველაზე სასურველ ქართველ მამაკაცზე! 😀

იცნობდეთ ხატიას! 🌺
#საინტერესოადამიანები ^_^👈
Khatia Jokharidze

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.