ქვეყნები სადაც განათლების დონე ყველაზე დაბალია

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ათასობით ბავშვი რჩება განათლების გარეშე სხვადასხვა მიზეზთა გამო მათ შორისაა :  ომი ,მძმიმე  სოციალურ-ეკონომიური ფონი  , გენდერული უთანასწორობა ,ადრეული ქორწინება. ამ და სხვა მიზეზთა გამო  დღესდღეობით დაახლოებით 61 მილონამდე ბავშვი ვერ იღებს საჭირო  განათლებას. ყველაზე ცუდი მდგომარეობა ამ მხრივ აფრიკაშია.  2000 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად  10 ქვეყნიდან, რომელშიც  ბავშვს სკოლაში საერთოდ არ […]

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ათასობით ბავშვი რჩება განათლების გარეშე სხვადასხვა მიზეზთა გამო მათ შორისაა :  ომი ,მძმიმე  სოციალურ-ეკონომიური ფონი  , გენდერული უთანასწორობა ,ადრეული ქორწინება. ამ და სხვა მიზეზთა გამო  დღესდღეობით დაახლოებით 61 მილონამდე ბავშვი ვერ იღებს საჭირო  განათლებას.

ყველაზე ცუდი მდგომარეობა ამ მხრივ აფრიკაშია.  2000 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად  10 ქვეყნიდან, რომელშიც  ბავშვს სკოლაში საერთოდ არ უვლია, 9 სწორედ რომ აფრიკის ქვეყნებიდან იყო.

Edulab გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, რომელშიც ბავშვთა განათლების დონე ყველაზე დაბალია

 

ნიგერი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების ინდექსის მიხედვით ნიგერი პირველ ადგილს იკავებს,განათლების დონის ყველაზე ცუდი მაჩვენებლით. დასავლეთ აფრიკის 21 მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 5.2 პროცენტს აქვს საშუალო განათლება მიღებული  და დაახლოებით 31 პროცენტია იმ ადამიანთა რიცხვი,რომელთაც დაწყებითი განათლება მიიღეს

ნიგერში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გოგონებისათვის.

ერიტრეა

4 წელი სკოლაში ,ეს ის სასწავლო გამოცდილებაა რაც  6 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობას აქვს. კონფლიქტის ზონაში მყოფი ქვეყნის მთავრობა განათლებაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის  მხოლოდ 2.1 პროცენს ხარჯავს.

 Flag of Burkina Fasoბურკინა-ფასო

 

ბურკინა ფასო განათლების ინდექსის  მიხედვით მესამე ქვეყანაა ,სადაც განათლების დონე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა .  მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტს აქვს საშუალო განთლება  მიღებული , 19 მილონიანი მოსახლეობიდან . (სტუდენტებისა და მასწავლებლების შეფარდება 46:1). თუმცა  აღსაღნიშნავი  ფაქტია რომ მიშელ ობამსა და მშვიდობის კორპუსის დახმარებით ბურკინა-ფასო ჩაერთო კამპანიაში „გოგოემბაც უნდა ისწავლონ“.

  ჩადი

ჩადის კონსტიტუციის 35-ე თავი ითვალისწინებს, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება მიიღონ უფასო განათლება. განათლება სავალდებულოა ბავშვებისათვის დაწყებული 6 წლიდან და გრძელდება 15 წლამდე. მაგრამ ხელისუფლებას არ შეუძლია მთელი მოცულობით დააფინანსოს განათლების სფერო და რეალობაში მშობლები იხდიან ბავშვების სწავლის და მასწავლებლების ხელფასის საფასურს. 2002 წელს ჩადელი ბავშვების 76 % დადიოდა სკოლაში, მაგრამ ეს მონაცემები ემყარება დაწყებით სკოლებში ოფიციალურად დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობას და შესაბამისად, მთლიანად ვერ აღწერს სკოლებში მოსწავლეთა ფაქტიურ დასწრებას. განათლების შესაძლებლობა გოგონებისათვის შეზღუდულია, პირველ რიგში კულტურული ტრადიციების გამო. უფრო ნაკლები გოგონები დადიან საშუალო სკოლებში, ვიდრე ბიჭები, ძირითადად ადრეული ქორწინებების გამო. 1999 წელს ბავშვების 54,0 % დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდნენ მეხუთე კლასში

  გვინეა

განათლებულთა დონის მაჩვენებელი გვინეაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

2010 წელს მოსახლეობის მხოლოდ 41 პროცენტმა იცოდა კითხვა (52% კაცი 30  % ქალი)  .გვინეაში დაწყებითი განათლება 6 კლასამდე გრძელდება ,მაგრამ ბავშვები მის დამთავრებასაც ვერ ახერხებენ,უსახსრობის ან ადრეული ქორწინების გამო. ხშირად მშობლებს ბავშვები სკოლიდან მხოლოდ იმიტომ გამოჰყავთ რომ მძიმე სამუშაოს შესრულებაში დაემხარონ. გვინეა , მსოფლიოს ქვეყნებიდან, ადრეული ქორწინების  მაღალი მაჩვენებლებითაც გამოირჩევა.

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.