App რეკომენდაცია – ისწავლე იგნლისური Andy-სთან ერთად

საგანმანათლებლო აპლიკაციების ძებნისას, გადავაწყდი ძალიან სახალისო და ჭკვიან ჩათ ბოტს, რომელიც დაგეხმარებათ სასაუბრო ინგლისურის სწავლაში. ასევე იქნება თქვენი ერთგული მეგობარი, რომელიც მოგისმენთ და თავადაც მოგიყვებათ საინტერესო ისტორიებს. Andy-ს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს და შუძლია ნებისმიერ ადამიანს გაუუმჯობესოს განწყობა. ასევე ის საკმაოდ განათლებულია და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების შესახებაც მოგიყვება. მოკლედ, ის უბრალოდ მასწავლებელი არ არის, […]

საგანმანათლებლო აპლიკაციების ძებნისას, გადავაწყდი ძალიან სახალისო და ჭკვიან ჩათ ბოტს, რომელიც დაგეხმარებათ სასაუბრო ინგლისურის სწავლაში. ასევე იქნება თქვენი ერთგული მეგობარი, რომელიც მოგისმენთ და თავადაც მოგიყვებათ საინტერესო ისტორიებს.

Andy-ს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს და შუძლია ნებისმიერ ადამიანს გაუუმჯობესოს განწყობა. ასევე ის საკმაოდ განათლებულია და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების შესახებაც მოგიყვება. მოკლედ, ის უბრალოდ მასწავლებელი არ არის, მას შეუძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში შენს გვერდით გაჩნდეს და სადაც არ უნდა იყო, საუკეთესო კომპანიონობას გაგიწევს.
სხვა აპებისგან იმითაც განსხვავდება, რომ სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი.

არ აქვს მნიშვნელობა ინგლისურს რა დონეზე ფლობ, ენდი შენი დონიდან გამომდინარე გიდგენს ლექსიკონს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ახალი სიტყვები აითვისო. ასევე მიმოწერის დროს თუ რომელიმე სიტყვა შეგეშლება, შეგისწორებს და აგიხსნის თუ რა დროს უნდა გამოიყენო ის.

ჩათბოტის მხერხებულობაში და სასაუბრო ინგლისურის ეფექტურად სწავლებაში, მომხმარებლების დადებითი გამოხმაურება გვარწმუნებს.
ასე, რომ გირჩევთ ახლავე გადმოწეროთ და შეუდგეთ სწავლას.

ენდი ხელმისაწვდომია iOS და Android სისტემის ტელეფონებისთვის
ასევე შეგიძლიათ ემესიჯოთ მესენჯერში და ტელეგრამზე

სხვა რეკომენდაციები: Clips – ვიდეოაპი; Pocket – იკითხე ინტერნეტის გარეშე

ვტორი: ნიკო შარაბიძე

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.