(რ)ევოლუცია იმპლანტოლოგიაში – კბილების იმპლანტაციის ინოვაციური მეთოდი

სტომატოლოგიურ იმპლანტოლოგიაში ინოვაციური სიახლეა. ტრადიციული იმპლანტაციის ნაცვლად, სტომატოლოგები Champion Implant-ს გვთავაზობენ. ამ მეთოდის საშუალებით იმპლანტაცია მინიმალური ინვაზიის გზით ხორციელდება. მეთოდის უპირატესობა მის ხარისხში, სიმარტივესა და ფასშია. მნიშვნელოვანია რომ Champion Implants – ეს არის სიახლე კავკასიის რეგიონისთვის და ამ მეთოდით იმპლანტაცია საქართველოში პირველად ჩატარდება. Champion Implants-ის იმპლანტების ხარისხი მეცნიერულად შესწავლილია და არსებობს უამრავი კვლევა და სტატია. იმპლანტები […]

20170623_131739
სტომატოლოგიურ იმპლანტოლოგიაში ინოვაციური სიახლეა. ტრადიციული იმპლანტაციის ნაცვლად, სტომატოლოგები Champion Implant-ს გვთავაზობენ. ამ მეთოდის საშუალებით იმპლანტაცია მინიმალური ინვაზიის გზით ხორციელდება. მეთოდის უპირატესობა მის ხარისხში, სიმარტივესა და ფასშია. მნიშვნელოვანია რომ Champion Implants – ეს არის სიახლე კავკასიის რეგიონისთვის და ამ მეთოდით იმპლანტაცია საქართველოში პირველად ჩატარდება.

Champion Implants-ის იმპლანტების ხარისხი მეცნიერულად შესწავლილია და არსებობს უამრავი კვლევა და სტატია. იმპლანტები გერმანიაში მზადდება.

მსოფლიო სიახლეს არც საქართველო ჩამორჩა. ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის ორგანიზებით, საქართველოში გერმანული კომპანიის “Champions-Implants” ოფიციალური წარმომადგენლისა და გენერალური რეფერენტის, ქირურგ-იმპლანტოლოგისა და ორთოდონტის, პროფესორ ალექსანდრ ლისიცკის ორ დღიანი ლექცია-მასტერკლასი გაიმართა.

მასტერკლასის ერთ-ერთი ორგანიზატორის, Dental Champions-ის დამაარსებლის, ხათუნა ქორიძის თქმით, ახალი მეთოდით ევროპისა და აშშ-ის 80%-ია დაინტერესებული, რაც მის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

“ეს არის ინოვაცია საქართველოში, რომელმაც მოახდინა რევოლუციური გადატრიალება მთელ იმპლანტოლოგიაში. მისი მეშვეობით ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ სტომატოლოგიურ კაბინეტში. იმპლანტაციის ჩატარების უფლება აქვს თერაპევტს, ორთოპედს, ორთოდონტს და პაროდონტოლოგს. რაც მთავარია, ფასები ძალიან ხელმისაწვდომია და მისი ჩატარება ხელსაყრელია, როგორც პაციენტისათვის, ისე ექიმისათვის. ეს არის სწრაფი, ხარისხიანი და მარტივი პროცედურა. Champion Implants გამოიყენება ძირითადად უკბილო ყბების პროტეზირების შემთხვევაში. იმპლატაცია კეთდება განაკვეთების გარეშე. არ ხდება ძვლის გადახურება და გაბურღვა ხდება ძალიან ნელა”, – განაცხადა მედიცინის დოქტორმა ხათუნა ქორიძემ.

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის წარმომადგენელის, რუსუდან დევნოზაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რომ მასტერკლასს თეორიულთან ერთად პრაქტიკული ხასიათი აქვს და ექიმები მოწვეულ სპეციალისტთან ერთად სამედიცინო სიმულაციებს ახორციელებენ.

“ამ პროექტის ორგანიზება მოხდა ჯანდაცვის პროფესიონალთა გუნდის ორგანიზებით. ფონდი საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ საინტერესოა რომ დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და ახალგაზრდა კადრებით, რათა ცხოვრების თანამედროვე ელემენტებსაც არ ჩამოვშორდეთ. აღნიშნული ტრენინგი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თეორიულთან ერთად მას პრაქტიკული ხასიათი აქვს. უცხოელ სპეციალისტებს კლინიკური შემთხვევები ჩამოაქვთ და ლექციაზე ხდება განხილვა”, – განაცხადა რუსუდან დევნოზაშვილმა.

ლანა გედენიძე ერთ-ერთი ექიმია, რომელიც აღნიშნულ ტრენინგს დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკის საქართველოში შემოტანა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

“თეორიულად უცხო არ ყოფილა, თუმცა ძალიან საინტერესო ტრენინგი გამოდგა. ამასთან, პრაქტიკული მასტერკლასი ჩაგვიტარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორიენტირებისათვის. ეს კიდევ უფრო გაგვიადვილებს მუშაობას. ინოვაციურობასთან ერთად, ძალიან მოსახერხებელი, კომფორტული ხერხია. კბილების დაკარგვის შემთხვევაში იმპლანტაცია ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა ლანა გედენიძემ.

მასტერკლასის დასრულების შემდეგ ქართველმა სპეციალისტებმა საერთაშორისო კვალიფიკაციის სერტიფიკატიც მიიღეს.

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.