ონლაინკურსები, რომელთაც მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები უძღვებიან

მღერი და გსურს კრისტინა აგილერას მასტერ კლასები გაიარო? ან წერ და გინდა New Yourk Times-ის ცნობილი ბესტსელერების ავტორისგან, ჯეიმს პატერსონისგან მიიღო საუკეთესო რჩევები? – მაშინ, საჭირო სტატიას კითხულობ. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი კურსები არაფერია იმ არჩევანთან, რომელიც საიტ MasterClass.com-ზე გელოდება. აქ შენ, შემდეგ ცნობილ მასწავლებლებს შეხვდები: სერენა უილიამსი – ჩოგბურთის კურსები აშერი – სასცენო წარმოდგენის ხელოვნება […]

download

მღერი და გსურს კრისტინა აგილერას მასტერ კლასები გაიარო? ან წერ და გინდა New Yourk Times-ის ცნობილი ბესტსელერების ავტორისგან, ჯეიმს პატერსონისგან მიიღო საუკეთესო რჩევები? – მაშინ, საჭირო სტატიას კითხულობ.

თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი კურსები არაფერია იმ არჩევანთან, რომელიც საიტ MasterClass.com-ზე გელოდება.

აქ შენ, შემდეგ ცნობილ მასწავლებლებს შეხვდები:

სერენა უილიამსი – ჩოგბურთის კურსები
აშერი – სასცენო წარმოდგენის ხელოვნება
კევინ სპეისი – მსახიობის ოსტატობა
კრისტინა აგილერა – სიმღერის კურსები
შონდა რაიმსი – ტელევიზიისათვის სცენარის დაწერა
ენნ ლეიბოვიტსი – ფოტოგრაფიის ხელოვნება

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. საიტს ცნობილი მასწავლებელბი კიდევ დაემატებიან.
თითოეული კურსი 90 დოლარის ღირებულებისაა და ათეულობით ვიდეო გაკვეთილს შეიცავს.

სულ ცოტა ხნის წინ მსგავსი მასტერკლასი დააანონსა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმაც და როგორც კურსის აღწერაში ვკითხულობთ, მასში ჩართული ადამიანებისთვის 30-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი იქნება ხელმისაწვდომი, წიგნთან ერთად PDF ფორმატში. მოსწავლეებს თავიანთი ნამუშევრების ატვირთვაც შეეძლებათ, რათა თანაკურსელებისგან მიიღონ შეფასებები, ხოლო ზოგიერთ გამორჩეულ სტუდენტს თავად ჰანს ციმერი შეაფასებს და რჩევებსაც მისცემს.

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.