მოძრავი სამედიცინო ოთახი ტუბერკულოზის ცენტრში – #გენიალურობასიმარტივეშია

დღე დილის 9 საათზე იწყება. პირველ პაციენტთან შესახვედრად ემზადებიან. მოქმედი გმირები ციალა და ანი არიან. ექიმები, რომლებიც პაციენტს სახლში აკითხავენ. დიაგნოზი ყველასათვის ერთია – ტუბერკულოზი, სენსიტიური ან რეზისტენტული. მობილური ამბულატორია ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრიდან იწყებს მოძრაობას და პირველ ლოკაციამდე მიდის. პაციენტმა მოძრავი სამედიცინო ოთახის მისვლის დრო იცის, ამიტომ დათქმულ დროს მანქანასთან ჩნდება. მობილური ამბულატორია თანამედროვე ტიპის […]

20170711_102122

დღე დილის 9 საათზე იწყება. პირველ პაციენტთან შესახვედრად ემზადებიან. მოქმედი გმირები ციალა და ანი არიან. ექიმები, რომლებიც პაციენტს სახლში აკითხავენ. დიაგნოზი ყველასათვის ერთია – ტუბერკულოზი, სენსიტიური ან რეზისტენტული.

მობილური ამბულატორია ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრიდან იწყებს მოძრაობას და პირველ ლოკაციამდე მიდის. პაციენტმა მოძრავი სამედიცინო ოთახის მისვლის დრო იცის, ამიტომ დათქმულ დროს მანქანასთან ჩნდება.

მობილური ამბულატორია თანამედროვე ტიპის სამედიცინო მანქანაა, რომელიც ყველა საჭირო ხელსაწყოთია აღჭურვილი. მედიკამენტები სპეციალურ კაბინაშია განთავსებული. მათი გახსნა პაციენტთან ერთად ხდება.

ამჟამად მობილური ამბულატორია 5 პაციენტს ემსახურება. ისინი ქალაქისგან დაშორებულ ადგილას ცხოვრობენ. ადრე ადგილმდებაროების გამო გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ. თუმცა, მოძრავი სამედიცინო ოთახის შემდეგ ეს პრობლემა გადაიჭრა.

სტერეოტიპები ტუბერკულოზის შესახებ 21-ე საუკუნეში აღარ უნდა არსებობდეს, თუმცა ადამიანებს მაინც უწევთ იმის მტკიცება, რომ დაავადება ნამდვილად განკურნებადია.

მობილური ამბულატორიაც სწორედ ამის დასტურია. აქ მთავარი ერთი ფაქტორია – სრული კურსის ჩატარება ყოველგვარი გადახვევების გარეშე. ამასთან, ექიმები დილის ვიზიტის შემდეგ პაციენტებთან კომუნიკაციას Skype-ის ვიდეოზარის საშუალებით ახორციელებენ, რათა დარწმუნდნენ რომ ისინი დროულად და ზუსტად იღებენ მედიკამენტებს.

პაციენტები ჩვენთან საუბარს არ ერიდებიან. ისინი მობილური ამბულატორიის მომსახურებით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ ეს მათ დაავადებასთან ბრძოლას უმარტივებს.

ექიმები ციალა და ანი საქმეს ენთუზიაზმით უდგებიან. ამბობენ, რომ პაციენტებთან ურთიერთობის ასეთი ფორმატი ძალიან მოსახერხებელია. კმაყოფილი პაციენტი მათი მთავარი შენაძენია.

ჯერჯერობით დღის განმავლობაში 5 პაციენტთან მიდიან. ისინი მათი ყოველდღიურობის ნაწილნი გახდნენ. ამიტომ გარდა სამედიცინო ურთიერთობისა, ისინი მეგობრებადაც ჩამოყალიბდნენ.

ფოტოამბავი:

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.