როგორ მიიღებენ სტუდენტები დაფინანსებას: სახელმწიფო გრანტის წლიური ოდენობები ცნობილია

2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა. მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა 12 723 750 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხა შემდეგი პრინციპით ნაწილდება: 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობაა 12 600 000 ლარი; 2. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო […]

2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა.

მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა 12 723 750 ლარით განისაზღვრა.

აღნიშნული თანხა შემდეგი პრინციპით ნაწილდება:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობაა 12 600 000 ლარი;

2. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 155 000 ლარის ფარგლებში;

3. 2017-2018 სასწავლო წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა. მაქსიმალური ოდენობა – 2 250 ლარი;

ბ. საშუალო ოდენობა: ბ.ა) 2 000 ლარი; ბ.ბ) 1 750 ლარი; ბ.გ) 1 500 ლარი; ბ.დ) 1 250 ლარი;

გ. მინიმალური ოდენობა – 1 000 ლარი;

პრემიერის დადგენილების თანახმად, თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის, ამ დაწესებულების მიერ დადგენილ, სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

ერთიანი ერონული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობები კერძო და საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში განისაზღვრა შემდეგნაირად:

მაქსიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 70%, მაგრამ არა უმეტეს 1 575 ლარისა;
მინიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 50%, მაგრამ არა უმეტეს 1 125 ლარისა.
დადგენილებაში მოცემული თანხა 9 155 000 ლარი გაიყოფა ორ ნაწილად, მისი 50% (4 577 500 ლარი) ნაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ არჩევით საგნებზე: ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

9 155 000 ლარის მეორე ნახევარი (4 577 500 ლარი) კი ნაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ არჩევით საგნებზე: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.

პირველ ჯგუფში განაწილებული თანხის 5% თანაბრად ნაწილდება ლიტერატურაზე, ისტორიაზე, გეოგრაფიაზე, სამოქალაქო განათლებასა და სახვით და გამოყენებითი ხელოვნებაზე, ხოლო 95% პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მეორე ჯგუფში განაწილებული თანხის 4% თანაბრად ნაწილდება ამ ჯგუფის არჩევით საგნებზე – მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ხოლო 96% პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

დადგენილი განაწილების შედეგად მიღებული თანხის 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით ანუ 100%-ით დაფინანსებისათვის. 25% განაწილდება 70%-იანი გრანტისთვის, ხოლო 50% განაწილდება 50%-იანი გრანტისთვის.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და ჩაირიცხნენ მხოლოდ ზოგადი უნარების (აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი) ტესტების შედეგების საფუძველზე, განსხვავებულად ფინანსდებიან და მათთვის გაასაცემი სასწავლო გრანტის ოდენობა შეადგენს 2 250 ლარს.

პრემიერის დადგენილებით, კატეგორიების მიხედვით, დაფინანსების ჯამური ოდენობები შემდეგნაირად ნაწილდება:

სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს – 2 520 000 ლარს;
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს – 240 000 ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად;
აბიტურიენტები, რომელთაც ჩააბარეს მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი და ჩაირიცხნენ, მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება შეადგენს 225 000 ლარს;
აბიტურიენტები, რომელთაც ჩააბარეს მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი და ჩაირიცხნენ, მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება შეადგენს 225 000 ლარს;
აბიტურიენტები, რომელთაც ჩააბარეს მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტი და ჩაირიცხნენ, მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს;
აბიტურიენტები, რომელთაც ჩააბარეს მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტი და ჩაირიცხნენ, მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს;
ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფელბას, მოპოვებული ქულების მიხედვით, დაფინანსდებიან 215 000 ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 ლარი;

ბ) ნაწილობრი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა – 70 000 ლარი;

გ) ნაწილობრი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა – 75 000 ლარი.

დადგენილება ხელმოწერილია პრემიერის მიერ და შესულია ძალაში.

edu.aris.ge

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.