5 წიგნი, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა წაიკითხოს

1. ფიოდორ დოსტოევსკი – ,,დანაშაული და სასჯელი” ცნობილი რუსი მწერალის ნაწარმოები მოგვითხრობს სტუდენტის შესახებ, რომელიც ცდილობს თავის დამკვიდრებას და ცდილობს გაიგოს რელობაში ვინ არის. მოხუცი მევახშის მოკვლის შემდეგ ის ცდილობს თავისი საქციელების გამართლებას. ეს წიგნი ყველა მკითხველს დააფირებს თავის მორალურ შედეგულებებსა და და ადგილზე საზოგადოებაში.   2. ჯორჯ ორუელი – 1984 გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ, […]

1. ფიოდორ დოსტოევსკი – ,,დანაშაული და სასჯელი”

ცნობილი რუსი მწერალის ნაწარმოები მოგვითხრობს სტუდენტის შესახებ, რომელიც ცდილობს თავის დამკვიდრებას და ცდილობს გაიგოს რელობაში ვინ არის. მოხუცი მევახშის მოკვლის შემდეგ ის ცდილობს თავისი საქციელების გამართლებას. ეს წიგნი ყველა მკითხველს დააფირებს თავის მორალურ შედეგულებებსა და და ადგილზე საზოგადოებაში.

 

2. ჯორჯ ორუელი – 1984

გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა. გარწმუნებენ, რომ 2+2=5 და შენ არ გაქვს არგუმენტები საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, რადგან წარსული გამუდმებით იცვლება, ფაქტები აღარ არსებობს. ამ ყველაფერთან ერთად სამეტყველო ლექსიკაც ვიწროვდება. შენ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალიზმი და აზროვნება გაუგებარი ცნებებია. კარგავ ძალას და ხდები მათნაირი.

 

3. ენტონი ბერჯესი – ,,მექანიკური ფორთოხალი”

ინგლისელი მწერლის, ენტონი ბერჯესის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანი „მექანიკური ფორთოხალი“, რომელიც 1962 წელს გამოჩნდა ინგლისის წიგნის ბაზარზე. ეს არის არასრულწლოვანი კანონდამრღვევის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბავი, რომელიც პირქუშ სინამდვილეში ვითარდება. ამბავი იმისა, თუ როგორ გადის არასრულწლოვანი დამნაშავე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ გამოსასწორებელ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ამბავი ერთი მელომანი სადისტისა, რომელიც ძალადობის ინსტინქტის ჩასახშობად გამიზნული, არანაკლებ სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვერპლი შეიქნა.

 

4. ჰარუკი მურაკამი – ,,ნორვეგიული ტყე”

წიგნში აღწერილია ისტორია ნამდვილ მეგობრობასა და სიყვარულზე. მისი მთავარი გმირი ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტია, რომელიც ხვდება რომ თავისი შეხედულება ცხოვრებისადმი უნდა შეცვალოს და დააფასოს მეგობრობა. წიგნის სიუჟეტი გვასწავლის იმ ადამიანების დაფასებას, რომლებსაც ნამდვილად ვუყვარვართ და მივიღოთ ცხოვრება ისეთი როგორიც არის.

 

5. ალბერტ კამიუ – ,,უცხო”

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მკითხველი გაიგებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი არჩევანი და ხანდახან სამყარო რამდენად ინდიფერენტულია.წიგნი მოგვითხრობს ისტორიას ადამიანის შესახებ, რომელმაც ადამიანი მოკლა, თუმცა დანაშაულის შეგრძნება არ აქვს.

 

წყარო : იხ. ბმულზე 

ავტორი გვანცა ჭორგოლაშვილი

დატოვე კომენტარი