თსუ მსოფლიოს უნივერსიტეტების 2018 წლის რანჟირებაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5 პროცენტში მოხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „თაიმსის“ (Times Higher Education World University Rankings) მსოფლიოს უნივერსიტეტების 2018 წლის რანჟირებაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5 პროცენტში მოხვდა. მსოფლიოს საუკეთესო 1500-ზე მეტ გლობალურ-კვლევით უნივერსიტეტს შორის თსუ 1001+ ადგილს იკავებს და რანჟირების ჩამონათვალში კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან. Times Higher Education World University Rankings მიუთითებს, რომ გამოქვეყნებული 1000-ეული მსოფლიოს […]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „თაიმსის“ (Times Higher Education World University Rankings) მსოფლიოს უნივერსიტეტების 2018 წლის რანჟირებაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5 პროცენტში მოხვდა. მსოფლიოს საუკეთესო 1500-ზე მეტ გლობალურ-კვლევით უნივერსიტეტს შორის თსუ 1001+ ადგილს იკავებს და რანჟირების ჩამონათვალში კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან.

Times Higher Education World University Rankings მიუთითებს, რომ გამოქვეყნებული 1000-ეული მსოფლიოს 20 ათასი უნივერსიტეტის 5%-ს შეადგენს. გასული წლის რანჟირებაში გაცილებით ნაკლები, 980 საუკეთესო უნივერსიტეტი გამოვლინდა, სადაც თსუ-ს 801+ ადგილი ეკავა.

თსუ-მ ყველაზე მაღალი შეფასება საერთაშორისო ცნობადობის კომპონენტში მიიღო, რაც საერთაშორისო თანამშრომლობასთან ერთად საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას გულისხმობს. გამოქვეყნებული შედეგი ასახავს 2015-16 სასწავლო წლის სხვადასხვა იდიკატორებით შეფასებას.

სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა Times Higher Education-ის ევროპული უნივერსიტეტების რანჟირება, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301+პოზიცია დაიკავა. ევროპის 2018 წლის რანჟირებაში სულ 35 ევროპული ქვეყანა მოხვდა.

Times Higher Education World University Rankings-ის შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:

• სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
• კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
• ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
• საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
• ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%

„თაიმსის“ რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რანჟირებაა, საქმიანობის 14-წლიანი გამოცდილებით.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია რეგიონიდან, რომელიც „თაიმსის“ მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში (Times Higher Education World University Rankings) უკვე მეორედ მოხვდა.

წყარო : http://www.interpressnews.ge

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.