ბელორუსიის კულტურის დღეები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ბელორუსიის რესპუბლიკის კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში იყო მიწვეული. დელეგაციას ბელორუსიის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, ბატონი მიხაილ რუსი ხელმძღვანელობდა; შეხვედრას ესწრებოდნენ: ბელორუსიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი მიხაილ მიატლიკოვი, ბელორუსიის რესპუბლიკის კვების მრეწველობის სახელმწიფო კონცერნის თავმჯდომარე (მინისტრი), ბატონი ალექსანდრ ზაბელა, ბელორუსიის რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე, ბატონი […]

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ბელორუსიის რესპუბლიკის კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში იყო მიწვეული. დელეგაციას ბელორუსიის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, ბატონი მიხაილ რუსი ხელმძღვანელობდა; შეხვედრას ესწრებოდნენ: ბელორუსიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი მიხაილ მიატლიკოვი, ბელორუსიის რესპუბლიკის კვების მრეწველობის სახელმწიფო კონცერნის თავმჯდომარე (მინისტრი), ბატონი ალექსანდრ ზაბელა, ბელორუსიის რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ალექსანდრ ოგოროდნიკოვი და სხვა ოფიციალური პირები. შეხვერდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ელგუჯა მელაძემ გახსნა. ბელორუსიის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, ბატონი მიხაილ რუსი საგანგებოდ მიესალმა ბატონ ზურაბ ხონელიძეს და საზოგადოებას შეახსენა, რომ ის ბელორუსი ხალხისა და მისი ლიდერის დიდი მეგობარია; მისთვის სასიამოვნოა, როდესაც მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან. ეს მეგობრობა გადამდები იქნება უნივერსიტეტისათვის – უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ. შეხვედრა ქართველ მეწარმეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბელორუსიის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა ქართველ მეწარმეებს პრეზენტაციის სახით გააცნო თუ როგორია ბელორუსიის სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესისადმი; ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან ექსპორტის განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე. ხაზი გაუსვა, რომ 2017 წელს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა 2-ჯერ გაიზარდა, რაც მისი თქმით მისასალმებელია. აღნიშნა, რომ მათი ბიზნესის 50 პროცენტი პოსტსაბჭოთა, 50 პროცენტი კი ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერობებზე მოდის. ისინი ბიზნესს აწარმოებენ აზიის, აფრიკის და ამერიკის სხადასხვა ქვეყანასთან. მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას და ქართველ ბიზნესმენებს საქართველო-ბელორუსიას შორის ვაჭრობის განვითარებაში მხარდაჭერა შესთავაზა. ბელორუსიის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესი “ნაბიჯით წინ“ უნდა დაიგეგმოს და დაგეგმვაში ბელორუსიის სახელმწიფო მზადაა ამ ტიპის შეხვედრები ქართველ ბიზნესმენებთან თვეში ერთხელ გამართოს. შეხვედრის ბოლოს ბელორუსიის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერსა და ბატონ ზურაბ ხონელიძეს შორის მეგობრული დიალოგი შედგა. გაირკვა, რომ სტუმარისათვის ცნობილია სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის განვითარების ახალ სტრატეგია, რომელიც საუნივერსიტეტო დიპლომატიის დანერგვას გულისხმობს და უნივერსიტეტში ელჩის ვიზიტი დაიგეგმა. მეტიც, 2018 წლის პირველ დეკადაში საქართველოში დაგეგმილი ბელორუსიის პრეზიდენტის ბატონი ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გარკვეულ სიუპრიზს გულისხმობს. საქართველოში ბელორუსიის რესპუბლიკის კულტურის დღეები საღამოს 7 საათზე რუსთაველის თეატრში საზეიმოდ გაიხსნება.

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.