თბილისში დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

“საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის” და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” მიერ დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას გერმანიის, ქალაქ ვიურცბურგის ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი და ხელმძღვანელი კრისტიან პ. სპირი და მედიცინის დოქტორი ურსულა კუდლა წარუძღვნენ. კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს ნეონატოლოგებმა, პედიატრებმა და ოჯახის ექიმებმა მიიღეს. დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღეს საქართველო 2011 წლიდან აღნიშნავს. კონფერენცია 17 ნოემბერს, […]

“საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის” და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” მიერ დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას გერმანიის, ქალაქ ვიურცბურგის ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი და ხელმძღვანელი კრისტიან პ. სპირი და მედიცინის დოქტორი ურსულა კუდლა წარუძღვნენ. კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს ნეონატოლოგებმა, პედიატრებმა და ოჯახის ექიმებმა მიიღეს.

დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღეს საქართველო 2011 წლიდან აღნიშნავს. კონფერენცია 17 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე სასტუმრო “HOLIDAY INN”-ში გაიმართა.

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.